ვარსკვლავური ომების გაფართოებული სამყარო (ინგლ. Star Wars expanded universe, SWEU; მანამდე ცნობილი, როგორც უბრალოდ გაფართოებული სამყარო or EU) — Lucasfilm-ის მიერ გამოშვებული ან ლიცენზირებული „ვარსკვლავური ომების“ მასალის კრებითი სახელი. ამ სამყაროში შედის „ვარსკვლავურ ომებთან“ დაკავშირებული ნამუშევრები – ორიგინალური ტრილოგია (1977–1983), წინარეისტორიის ტრილოგია (1999–2005), გაგრძელების ტრილოგია (2015–დღემდე), ანთოლოგიური ფილმების სერია, წიგნები, კომიქსები, ვიდეო თამაშები და ტელესერიალები. ჩაფიქრებული, როგორც ჯორჯ ლუკასის „ვარსკვლავური ომების“ ფილმების გაგრძელება, „გაფართოებული სამყაროს“ განუწყვეტლობა იმართებოდა Lucasfilm-ის მიერ და ლუკასმა დაიტოვა უფლება, თავადაც შეექმნა მასზე დაფუძნებული ნამუშევრები და ასახული მოვლენების საკუთარი ინტერპრეტაციები.
1996 წლისათვის შეიკრიბა კანონთან დაკავშირებული იმდენად ვრცელი მასალა, რომ საჭირო გახდა მისი ერთგვარი მოწესრიგება. შეიქმნა სისტემა, რომლის ფარგლებშიც ეს განხორციელდა. 2000 წელს ლელან ჩიმ, რეჟისორ ჯორჯ ლუკასის კომპანიის Lucas Licensing მითითებით შეიმუშავა მონაცემთა ბაზა ჰოლოკრონი. მისი მიხედვით, გამოიკვეთა შემდეგი კანონები:
2014 წლის 25 აპრილს Lucasfilm-ის განცხადების თანახმად, კანონების კატალოგიზაცია გაუქმდა — კანონად უკვე ითვლება მხოლოდ აქამდე გამოშვებული ფილმები (ეპიზოდები I-VII, ანიმაციური ფილმი „ვარსკვლავური ომები: კლონების ომები“, სერიალები „ვარსკვლავური ომები: კლონების ომები“ და „ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები“) და კომიქსი „დართ მოლი — დათომირის ძე“. ხოლო გაფართოებული სამყარო ამიერიდან ითვლება ლეგენდებად, იგი არ უქმდება. ზემოთხსენებული თარიღის შემდეგ ოფიციალურად გამოშვებული მასალა (ფილმები, წიგნები, კომიქსები, თამაშები) ითვლება კანონად, მაგრამ ლეგენდებთან დაკავშირებული მასალა გაფართოებას აგრძელებს.
|
|