ვასილი პიჩული | |
---|---|
ვასილი პიჩული | |
დაბადების თარიღი |
15 ივნისი 1961 მარიუპოლი, უკრაინა |
გარდაცვალების თარიღი |
26 ივლისი 2015 მოსკოვი, რუსეთი |
საქმიანობა | კინორეჟისორი |
აქტიური | 1983—2015 |
მეუღლე(ები) | მარია ხმელიკი |
ვასილი პიჩული (რუს. Василий Владимирович Пичул; დ. 15 ივნისი, 1961, მარიუპოლი, — გ. 26 ივლისი, 2015, მოსკოვი) — საბჭოთა და რუსი კინორეჟისორი.
1983 წელს დაამთავრა სრულიად რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი (მარლენ ხუციევის პირველი სახელოსნო). 1988 წელს გადაიღო ერთ-ერთი ყველაზე კომერციული საბჭოთა ფილმი „პატარა ვერა“, რომელიც აგრეთვე ერთ-ერთი პირველი საბჭოთა ფილმია, სადაც დემონსტირებულია სექსუალური სცენები, რითაც მეტი ყურადღება მიიპყრო. ამ ფილმმა ვასილი პიჩულს ცნობადობა მოუტანა. არაერთი ფილმის რეჟისორია. იყო პოპულარული ტელეგადაცემების — „Куклы“, „Мульт личности“ სიუჟეტების ავტორი და НТВ-ის ბევრი გადაცემის რეჟისორი. გორკის სახელობის კინოსტუდიის მმართველობის წევრი. ვასილი პიჩული 2015 წლის 26 ივლისს 54 წლის ასაკში ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა.