სოფელი | |
---|---|
ვაქირი | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
რეგიონი | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
თემი | ვაქირი |
კოორდინატები | 41°38′29″ ჩ. გ. 45°55′23″ ა. გ. / 41.64139° ჩ. გ. 45.92306° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 320 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1950[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ვაქირი — სოფელი საქართველოში კახეთის მხარე), სიღნაღის მუნიციპალიტეტში (ვაქირის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 420 მ-ზე, სიღნაღიდან 9 კმ-ში.
ვაქირი პირველად მოხსენიებულია 1710 წლის ერთ საბუთში. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, „სიღნაღს დასავლით და ჩდილოთ აქვს ხევი ანაგისა... აღმოსავლით ვაქირი“. 1772 წელს ამ სოფელში ერეკლე II-ის უშუალო დახმარებით მუშაობდა გერმანელი სწავლული იოჰან გიულდენშტედტი. ვაქირი, როგორც საუფლისწულო მამული, შეტანილია ბატონიშვილ დავითისა და მისი მეუღლის, ელენეს ქონების აღწერის დავთარში.
სოფელში დგას შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — ნათლისმცემლის სამეკლესიიანი ბაზილიკა. ვაქირში ასევე არის კვირაცხოვლის 2 ეკლესია: ერთი — ადრეული შუა საუკუნეების და ერთიც — XVIII საუკუნის, ასევე XIX საუკუნის საყდარი (სავარაუდოდ, ვაქირის იოანე ნათლისმცემლის სახელობის მეტრიკულ წიგნში მოხსენიებული წმ. პროკოფის ეკლესია) და სოფლის დასავლეთით, სასაფლაოზე მდებარე ეკლესია — „ნატვრის წმინდა გიორგი“. საერო არქიტექტურიდან აღსანიშნავია XVII საუკუნის „ყოჩიაანთ“ ციხე-ბურჯი (სოფლის ცენტრში) და ხატიაშვილების სახლი (1900 წ.). სოფელში არის მწერალ ილო მოსაშვილის და ექიმ ალექსანდრე გზირიშვილის სახლ-მუზეუმები (ორივე გაიხსნა 1983 წელს).
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1950 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[2] | 4126 | ||
1911[3] | ![]() |
||
2002[4] | ![]() |
1349 | 1588 |
2014[1] | ![]() |
937 | 1013 |
|