ვაჯენესი — ძველი ეგვიპტის ადრეული სამეფოს ფარაონი. მიაკუთვნებენ მეორე დინასტიას. სახელი ვაჯენესი თანამედროვე მეცნიერებაში როგორც მეფის სახელი არ დასტურდება, მაგრამ ხშირად მოიხსენიება რამესიდების მეფეთა სიებში.
მეფის სახელი ვაჯენესი მოხსენიებულია მხოლოდ რამესიდეის მეფეთა სიაში, სადაც მის წინამორბედად დასახელებულია ნინეჩერი, ხოლო მემკვიდრედ სენედი. ძალიან მცირე რამეა ცნობილი ვაჯენესის მეფობის შესახებ. ტურინის პაპირუსის მიხედვით მან იმეფა 54 წელი. მანეთონის მიხედვით მისი მმართველობა 17 წელი გრძელდებოდა.
|