ვერენინგის ხელშეკრულება (ვერენინგის მშვიდობა)[1] —1902 წლის 31 მაისს დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელმაც დაასრულა ბურების მეორე ომი.
ამ ხელშეკრულებამ დაასრულა ბურების ორ დამოუკიდებელ რესპუბლიკასა (ტრანსვაალის რესპუბლიკა, ორანჟის თავისუფალი სახელმწიფო) და ბრიტანეთის იმპერიას შორის მტრობა. ბურებმა აღიარეს ბრიტანეთის უზენაესობა ხოლო ბრიტანეთი წავიდა რამდენიმე დათმობაზე.
გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ხელ მომწერები იყვნენ: მისი აღმატებულება ლორდი ალფრედ მილნერი, საგანგებო რწმუნებული და ფელდმარშალი ჰორაციო ჰელბერტ კიტჩენერი.
ტრანსვაალის რესპუბლიკის მხრიდან ბატონები: შალკ ვილემ ბურგერი, ფრანცის ვილიამ რეიტცი, ლუის ბოთა, კოს დელა რეი, ლ. მეიერი, ჯ. კროჰი.
ნარინჯისფერი თავისუფალი შტატის მხრიდან ბატონებმა: ხრისტიან დევეტი, ჯემს ბარი ჰერცოგი, ჰ. ოლივერი და ჯ. ბებნერი.
ეს შეთანხმება ასრულებს დაპირისპირებას და ბურები აცხადებენ ბრიტანეთის წინაშე კაპიტულაციას იმ პირობით რომ ისინი მიიღებენ თვითმმართველობის უფლებას ტრანსვაალისა და ნარინჯისფერ თავისუფალ შტატში, ბრიტანეთის იმპერიის კოლონიური მმართველობის ქვეშ. ბურების სახელმწიფოები დათანხმდნენ შესულიყვნენ ბრიტანეთის გვირგვინის ქვეშ სუვერენული მმართველობის უფლებით, ხოლო ბრიტანეთის მთავრობა დათანხმდა შემდეგ შემდეგ საკითხებზე:
შედეგად ბურების კოლონიებმა მიიღეს თვითმართველობა, 1910 წლის 31 მაისს შეიქმნა სამხრეთ აფრიკის კავშირი. კავშირმა შედარებითი თავისუფლებ მიიღო 1926 წელს იმპერიულ კონფერენციაზე და 1931 წელს ვესტმისტერის სტატუტით. ქვეყანა გახდა რესპუბლიკა 1961 წელს და შეწყვიტა ყველანაირი კავშირი დიდ ბრიტანეთთან.