ვერონიკა აბად-როხასი | |
![]() | |
ეკვადორის 53-ე ვიცე-პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 23 ნოემბერი, 2023 |
პრეზიდენტი | დანიელ ნობოა |
წინამორბედი | ალფრედო ბორერო |
დაბადებული | 14 ნოემბერი, 1976 კუენკა, ეკვადორი |
პოლიტიკური პარტია | ნაციონალ-დემოკრატიული მოძრაობა |
შვილები | 3 |
ვერონიკა აბად-როხასი (ესპ. Verónica Abad Rojas; დ. 14 ნოემბერი, 1976, კუენკა, ეკვადორი) — ეკვადორელი ბიზნეს-ტრენერი და პოლიტიკოსი. ეკვადორის ვიცე-პრეზიდენტი 2023 წლის 23 ნოემბრიდან. 2023 წელს კენჭს იყრიდა ქალაქ კუენკის მერის თანამდებობაზე, მაგრამ წარუმატებლად. მუშაობდა საერთაშორისო პროექტებზე ახალგაზრდებისა და ქალთა მეწარმეობის მხარდასაჭერად.
ვერონიკა აბად-როხასი დაიბადა კუენკაში,[1] მუსიკოსების ოჯახში, სადაც მან გაატარა ბავშვობა ისეთ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრაში, როგორიცაა ფორტეპიანო და ვიოლინო.[2]
სწავლობდა, მაგრამ არ დაუსრულებია ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი. შემდეგ მან გაიარა ტრენერის რამდენიმე მოკლე კურსი მეწარმეობის შესახებ სანტიაგოში, გერმანიის ქალაქ გუმერსბახში პოლიტიკური სტრატეგია ფრიდრიხ ნაუმანის თავისუფლების ფონდში და ინოვაცია და ტექნოლოგია იერუსალიმში.[2]
ვერონიკა აბადის პოლიტიკური კარიერა დაიწყო 2006 წელს, როდესაც მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.[3] მოგვიანებით იგი გახდა ქალ დირექტორთა ქსელის დამფუძნებელი და მუშაობდა საერთაშორისო პროექტებზე მეწარმეობის მიმართულებით, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და ქალების მხარდასაჭერად.[4]
2020 წლიდან 2022 წლამდე მუშაობდა ბავშვთა არასწორი კვების წინააღმდეგ ბრძოლის სამდივნოში.[3] 2023 წლის 5 თებერვლის ადგილობრივ არჩევნებში კენჭს იყრიდა ქალაქ კუენკის მერად.[5] ამავე წლის 20 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა დანიელ ნობოას ვიცე-პრეზიდენტად. ორივე კანდიდატურა მოულოდნელად გავიდა არჩევნების მეორე ტურში.[6] პრეზიდენტიც და ვიცე-პრეზიდენტიც კენჭს იყრიდნენ ნაციონალ-დემოკრატიული მოძრაობის სიით.[7]
2023 წელს ვიცე-პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ვერონიკა აბადის პირველი ოფიციალური დავალება იყო ძალზედ საპასუხისმგებლო. პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ დანიშნა ისრაელში მშვიდობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად, რომელსაც დაევალა დიალოგის ხელშეწყობა და დაძაბულობის დეესკალაცია ღაზის სექტორში 2023 წლის დაპირისპირების შემდეგ.[8] ამ გადაწყვეტილების გამო იგი პრაქტიკულად დაშორებულია საკუთარ ადმინისტრაციას, 4 დეკემბერს პრეზიდენტმა ნობოამ ოფიციალურად დანიშნა ეკვადორის სამშვიდობო ელჩად ისრაელში.[9] იგი დიპლომატიურ მისიას შეუაერთდა 10 დეკემბერს.[10]
ვერონიკა აბად-როხასი გამოდის აბორტის LGBTQ+ უფლებებისა და ფემინიზმის მეოთხე ტალღის წინააღმდეგ.[3] იგი აცხადებს, რომ იცავს რელიგიის თავისუფლებას, ინდივიდუალურ უფლებებს, კერძო საკუთრებას და თავისუფალ ბაზარს.[11] იგი ასევე გამოხატავს სიმპათიას ისეთი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ, როგორებიცაა დონალდ ტრამპი, ჟაირ ბოლსონარუ და ესპანური პარტია „ხმა“.[11]
ვერონიკა არის 3 შვილის დედა და 2 შვილიშვილის ბებია.[5] აბადი რელიგიით ქრისტიანია.[12]