რაიონი | |
---|---|
ვესტპორტი Amsterdam Westpoort (or Westpoort) | |
ვესტპორტი | |
ქვეყანა | ნიდერლანდები |
დაქვემდებარება | რაიონი |
რეგიონი | ჩრდილოეთი ჰოლანდია |
კოორდინატები | 52°24′20″ ჩ. გ. 4°49′16″ ა. გ. / 52.405806° ჩ. გ. 4.821111° ა. გ. |
ფართობი | 35.47 კვადრატული კილომეტრი |
მოსახლეობა | 400 კაცი (2010) |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
საფოსტო ინდექსი | 1013–1014 და 1041–1047 |
ოფიციალური საიტი | http://www.westpoort.amsterdam.nl/ |
ვესტპორტი — ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამის ერთ-ერთი რაიონი (stadsdeel), რომელიც ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს მდებარეობს. ვესტპორტი ყველაზე ნაკლებად დასახლებული რაიონია, სადაც 2010 წლის აღწერის მიხედვით მხოლოდ 400 ადამიანი ცხოვრობს. დანარჩენი ტერიტორია მოიცავს ამსტერდამის პორტს, ნავსადგურს და ქალაქის ინდუსტრიულ მხარეს. აქ არის განთავსებული 1500-ზე მეტი კომპანია, სადაც 45 000 ადამიანი არის დასაქმებული.
რაიონს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ჩრდილოეთის ზღვის არხი. ასევე ესაზღვრება ამსტერდამ-ნიუ-ვესტი, ამსტერდამ-ვესტი და Haarlemmerliede en Spaarnwoude-ის მუნიციპალიტეტი.[1]