ტურიზმი ვეიტნამის ეკონომიკის შემადგენელია. 2012 წელს ვიეტნამს 6.8 მილიონი საერთაშორისო ტურისტი ეწვია, რაც 2000 წელთან შედარებით 4.7 მილიონით მეტი იყო. ყოველწლიური ზრდა 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დასრულებით იყო გამოწვეული. ვიეტნამის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გრძელვადიანი გეგმა შეიმუშავა, რომლის უმთავრესი მიზანი ტურიზმის ინდუსტრიის გამრავალფეროვნებაა, რაც ქვეყანაში საერთაშორისო შემოსავლების შემოდინებას შეუწყობს ხელს.[1]
უკანასკნელ წლებში ვიეტნამი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილი გახდა კულტურის, პლაჟების და ბუნების მოყვარულთათვის, ასევე ბექპეკერებისთვის, სამხედრო ჯარისკაცებისა და ვეტერანებისათვის. ადგილობრივი და საერთაშორისო ტუროპერატორები ეთნიკურ უმცირესობებს სხვადასხვა ტურს სთავაზობენ, შედგენილია სასეირნო და საველოსიპედო ტურები, ტურები ფოტოგრაფიისთვის, კაიაკით მოგზაურობის ტურები და მულტიეროვნული ტურები, რომლებიც მეზობელ კამბოჯაში, ლაოსსა და ტაილანდში მოგზაურობასაც მოიცავს. უცხოელ ტურისტებს ვიეტნამში თავისუფლად მოგზაურობა 1997 წლიდან შეუძლიათ.
ვიეტნამის ეკონომიკა აგრარულიდან მომსახურების ეკონომიკად ტრანსფორმირდა. შიდა პროდუქტის მესამედზე მეტი მომსახურების სფეროზე მოდის, რომელიც განთავსების საშუალებებს, კვების ობიექტებსა და ტრანსპორტსაც მოიცავს. საწარმოო და სამშენებლო სექტორი ეკონომიკის 28%-ს შეადგენს, სასოფლო მეურნეობა და თევზჭერა 20%-ს, ხოლო სამთომომპოვებელი სექტორი - 10%-ს.[2]
2007 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა მთლიანი შიდა პროდუქტის 4.5% შეადგინა. მძიმე ინდუსტრიისა და ურბანული განვითარების შემდეგ უცხოელ ინვესტორთა დიდი ნაწილი ვიეტნამში ტურიზმზე კონცეტრირდა, განსაკუთრებით სასტუმროთა მშენებლობაზე.[3]
ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისა და გამრავალფეროვნების მიზნით, ვიეტნამმა ახალი სლოგანი „ვიეტნამის უსასრულო ხიბლი“ შეიმუშავა.[4]
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის მოხსენების მიხედვით, მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით (3.8 ქულა) ვიეტნამი მსოფლიოს 136 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა. 2015 წელთან შედარებით ვიეტნამმა სიაში 9 ადგილით მაღლა აინაცვლა.[5] 2017 წელს ვიეტნამს 7 943 600 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 7 350 000 000$-ს გაუტოლდა, რაც საშუალოდ ყოველი ტურისტის მიერ დახარჯულ 925.3$-ს უდრის. მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორში 2 782 810 სამუშაო ადგილია შექმნილი, რაც მთლიანი სამუშაო ადგილების 5.2%-ს შეადგენს. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მთლიანი შიდა პროდუქტის 6.6%-ია.[6] ვიეტნამს საუკეთესო მაჩვენებლები კულტურული რესურსებისა და ბიზნეს მოგზაურობის (30-ე ადგილი) და ბუნებრივი რესურსების (34-ე ადგილი) სვეტებში აქვს, ხოლო ყველაზე ცუდი გარემოს მდგრადობის შენარჩუნებისა (129-ე ადგილი) და ტურისტული მომსახურების ინფრასტრუქტურის (113-ე ადგილი) სვეტებში.[7]
წყარო: კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამინისტრო[8]
წელი | ტურისტთა რაოდენობა |
ცვლილება |
---|---|---|
ოქტ. 2018 | 12,821,647 | 22.4% [9] |
2017 | 12,922,151 | 29.1%[10] |
2016 | 10,012,735 | 26% |
2015 | 7,943,651 | 0.9% |
2014 | 7,874,312 | 4% |
2013 | 7,572,352 | 10.6% |
2012 | 6,847,678 | 10.8% |
2011 | 6,014,032 | 19.1% |
2010 | 5,049,855 | 34.8% |
2009 | 3,772,359 | −10.9% |
2008 | 4,253,740 | 0.6% |
2007 | 4,171,564 | 16% |
2006 | 3,583,486 | 3% |
2005 | 3,467,757 | 18.4% |
2004 | 2,927,876 | 20.5% |
2003 | 2,429,600 | −7.6% |
2002 | 2,628,200 | 12.8% |
2001 | 2,330,800 | 8.9% |
2000 | 2,140,100 | 20.0% |
1999 | 1,781,800 | 17.2% |
1998 | 1,520,100 | −11.4% |
1997 | 1,715,600 | 6.7% |
1996 | 1,607,200 | 18.9% |
1995 | 1,351,300 |
პირველი 29 სახელმწიფო ვიეტნამში ჩასულ ტურისტთა რაოდენობის მიხედვით: წყარო: კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამინისტრო.[11]
ადგილი | ქვეყანა | იანვ.-ოქტ./2018 | 2017 | 2016 | 2015 | 2014 | 2013 | 2012 | 2011 |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ჩინეთი (ჰონგ-კონგის გარეშე) | 4,180,756 | 4,008,253 | 2,696,848 | 1,780,918 | 1,947,236 | 1,907,794 | 1,428,693 | 1,416,804 |
2 | სამხრეთი კორეა | 2,867,380 | 2,415,245 | 1,543,883 | 1,112,978 | 847,958 | 748,727 | 700,917 | 536,408 |
3 | იაპონია | 683,955 | 798,119 | 740,592 | 671,379 | 647,956 | 604,050 | 576,386 | 481,519 |
4 | ტაივანი | 588,804 | 616,232 | 507,301 | 438,704 | 388,998 | 398,990 | 409,385 | 361,051 |
5 | აშშ | 576,493 | 614,117 | 552,644 | 491,249 | 443,776 | 432,228 | 443,826 | 439,872 |
6 | რუსეთი | 495,763 | 574,164 | 433,987 | 338,843 | 364,873 | 298,126 | 174,287 | 101,600 |
7 | მალაიზია | 422,483 | 480,456 | 407,574 | 346,584 | 332,994 | 339,510 | 299,041 | 233,132 |
8 | ავსტრალია | 328,255 | 370,438 | 320,678 | 303,721 | 321,089 | 319,636 | 289,844 | 289,762 |
9 | ტაილანდი | 269,404 | 301,587 | 266,984 | 214,645 | 246,874 | 268,968 | 225,866 | 181,820 |
10 | გაერთიანებული სამეფო | 248,046 | 283,537 | 254,841 | 212,798 | 202,256 | 184,663 | 170,346 | 156,300 |
11 | საფრანგეთი | 231,025 | 255,369 | 240,808 | 211,636 | 213,745 | 209,946 | 219,721 | 211,444 |
12 | სინგაპური | 223,709 | 277,658 | 257,041 | 236,547 | 202,436 | 195,760 | 196,225 | 172,500 |
13 | გერმანია | 171,557 | 199,872 | 176,015 | 149,079 | 142,345 | 97,673 | 106,068 | 45,000 |
14 | კამბოჯა | 171,089 | 222,614 | 211,949 | 227,074 | 404,159 | 342,347 | 331,939 | 423,440 |
15 | ფილიპინები | 122,187 | 133,543 | 110,967 | 99,757 | 103,403 | 100,501 | 99,192 | TBA |
16 | კანადა | 121,946 | 138,242 | 122,929 | 105,670 | 104,291 | 104,973 | 113,563 | TBA |
17 | ლაოსი | 104,634 | 141,588 | 137,004 | 113,992 | 136,636 | 122,873 | 150,678 | 118,500 |
18 | ინდონეზია | 73,265 | 81,065 | 69,653 | 62,240 | 68,628 | 70,390 | 60,857 | TBA |
19 | ნიდერლანდები | 64,861 | 72,277 | 64,712 | 52,967 | 49,120 | 47,413 | 45,862 | TBA |
20 | ესპანეთი | 64,842 | 69,528 | 57,957 | 44,932 | 40,716 | 33,183 | 31,305 | TBA |
21 | იტალია | 53,430 | 58,041 | 51,265 | 40,291 | 36,427 | 32,143 | 31,337 | TBA |
22 | ჰონგ-კონგი | 50,750 | 47,721 | 34,613 | TBA | 14,601 | 10,232 | 13,383 | TBA |
23 | ახალი ზელანდია | 43,456 | 49,115 | 42,588 | 31,960 | 33,120 | 30,957 | 26,621 | TBA |
24 | შვედეთი | 40,461 | 44,045 | 37,679 | 32,025 | 32,466 | 31,493 | 35,735 | TBA |
25 | დანია | 34,313 | 34,720 | 30,996 | 27,414 | 27,029 | 25,649 | 27,970 | TBA |
26 | შვეიცარია | 27,403 | 33,123 | 31,475 | 28,750 | 29,738 | 28,423 | 28,740 | TBA |
27 | ბელგია | 26,027 | 29,144 | 26,231 | 23,939 | 23,227 | 21,572 | 18,914 | TBA |
28 | ნორვეგია | 22,032 | 24,293 | 23,110 | 21,425 | 22,708 | 21,157 | 19,928 | TBA |
29 | ფინეთი | 19,032 | 18,236 | 15,953 | 15,043 | 13,831 | 14,660 | 16,204 | TBA |
ყველა | ჯამი | 12,821,647 | 12,922,151 | 10,012,735 | 7,943,651 | 7,874,312 | 7,572,352 | 6,847,678 | 6,014,032 |
ვიეტნამში 31 ეროვნული პარკი მდებარეობს, რომელთაგან გამორჩეულია:
2018 წლის მდგომარეობით, ვიეტნამში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხის 8 ძეგლი მდებარეობს:
ვიეტნამში 21 ეროვნული ტურისტული სივრცეა, რომელთა შორის აღსანიშნავია:
2014 წლის შემდეგ ვიეტნამის დედაქალაქი ჰანოი TripAdvisor-ის მიერ მსოფლიოს ტურისტულ დანიშნულების ადგილთა შორის პირველ ათეულში მოიხსენიებს. 2014 წელს ჰანოი მე-8 ადგილზე იყო,[17] 2015 წელს - მე-4 ადგილზე,[18] ხოლო 2016 წელს მე-8 ადგილზე.[19]
საერთაშორისო ტურისტთა შორის ყველაზე პოპულარული საჰაერო ტრანსპორტის სახეობებია. 2013 წელს 7.6 მილიონი საერთაშორისო ტურისტიდან დაახლოებით 6 მილიონი ტურისტი საჰაერო ტრანსპორტით ჩავიდა ვიეტნამში. ტან შონ ნიატის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ხოშიმინს ემსახურება, ყველაზე მეტ ტურისტს იღებს. ნოი ბაის საერთაშორისო აეროპორტი,რომელიც ჰანოის ემსახურება, ფართობის მიხედვითა და თანამედროვე საერთაშორისო ტერმინალის გახსნის შემდეგ ტევადობითაც ყველაზე დიდი აეროპორტია. მთავარ აეროპორტებს შორისაა: და ნანგის საერთაშორისო აეროპორტი, კამ რანის საერთაშორისო აეროპორტი და კატ ბაის საერთაშორისო აეროპორტი.
ვიეტნამის ისტორიული და ტრადიციული სამხედრო ისტორიის გამო, ვიეტნამში სამხედრო ტურიზმიცაა განვითარებული.
ვიეტნამში ინდოჩინეთის პირველი ომისა და ინდოჩინეთის მეორე ომის არაერთი ისტორიული ძეგლი მდებარეობს.გარდა ამისა, ქვეყანაში ანტიკური პერიოდისა და შუა საუკუნეების სამხედრო ძეგლები მდებარეობს.