ვიმბა | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
ლათინური სახელი | |||||||||
Vimba | |||||||||
|
ვიმბა (ლათ. Vimba) — თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა. აქვთ დაბალი სხეული. ზურგის ფარფლის უკან ქერცლით დაფარული ქედი და ქვედა პირი. გავრცელებულია ჩრდილოეთის, ბალტიის, შავ, აზოვის და კასპიის ზღვებში. გვარში 3 სახეობაა (Vimba vimba, Vimba melanops, Vimba elongata). მათგან ყველაზე კარგად ცნობილია Vimba vimba, რომელიც ფართოდ გვხვდება ევროპის მდინარეებსა და ტბებში. სხეულის სიგრძე 50 სმ, ხოლო წონა 3 კგ. ასაკი 17 წელი (მაქს.).
ხორცი გემრიელი აქვს, განსაკუთრებით ფასდება შებოლილი.
საქართველოში გვხვდება მცირე ვიმბა (შავ ზღვაში) და კასპიის ვიმბა (ინტროდუცირებულია თბილისის და ტყიბულის წყალსაცავებში). სარეწაო თევზია, მაგრამ სიმცირის გამო საქართველოში მხოლოდ ადგილობრივ იყენებენ.