ვიქტორია არლენი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
26 სექტემბერი, 1994 ექსეტერი, ნიუ-ჰემპშირი, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, მოდელი, ყოფილი პარასპორტსმენი, ტელეწამყვანი |
ვიქტორია არლენი (დ. 26 სექტემბერი, 1994) — ამერიკელი ტელეწამყვანი,[1] ცნობილი როგორც მსახიობი, მოდელი და ყოფილი პარაოლიმპიელი მოცურავე.[2]
არლენს, თერთმეტი წლის ასაკში აღმოაჩნდა ორი იშვიათი დაავადება: განივი მიელიტი და მწვავე გაფანტული ენცეფალომიელიტი.[3] მან სრულად დაკარგა სხეულის გრძნობა წელს ქვემოთ, ასევე დაუქვეითდა ლაპარაკის, ჭამისა და გადაადგილების უნარი. ექიმები ვერ იძლეოდნენ მისი გამოჯანმრთელების იმედებს. ვიქტორიას ესმოდა ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდებოდა, მაგრამ არ შეეძლო მოეხდინა რეაგირება.[4]
2010 წელს ოთხი წლის შემდეგ, არლენს მოუწია თავიდან დაეწყო ლაპარაკის, ჭამისა და მოძრაობის სწავლა.[3]
2012 წლის ივნისში, აშშ-ში გამართულ შეჯიბრში მოახერხა რეკორდის მოხსნა, შეძლო 2012 წლის ზაფხულის პარაოლიმპიადაზე გასვლა აშშ-ის სახელით. ლონდონში მოიპოვა ოთხი მედალი — ერთი ოქროსი და სამი ვერცხლის.[5]
2017 წლის 6 სექტემბერს, არლენმა დაანონსა, რომ მიიღებდა მონაწილეობას გადაცემაში „ცეკვა ვარსკვლავებთან ერთად“. მისი მეწყვილე იყო პროფესიონალი მოცეკვავე ვალენტინ ჩმერკოვსკი.[6] წყვილმა მოახერხა ნახევარ-ფინალში გასვლა და დაიკავა მე-5 ადგილი.
2020 წელს ის გახდა გადაცემა „American Ninja Warrior Junior“-ის წამყვანი, შეცვალა ლორი ერნანდესი.[7]
|accessdate=
-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)