The Summer I Turned Pretty— ამერიკული, რომანტიკული, დრამატული სატელევიზიო სერიალი, შექმნილია ავტორი ჯენი ჰანის მიერ Amazon Prime Video-სთვის. დაფუძნებულია ამავე სახელობის ნოველაზე. სერიალის პრემიერა შედგა 2022 წლის 17 ივნისს, პირველი სეზონით, რომელიც შედგება შვიდი ეპიზოდისგან. მეორე სეზონი დადასტურებულია.
ყოველწლიურ საზაფხულო არდადეგებზე ოჯახის მეგობრის სანაპირო სახლში, ბელი მეგობრებს კვლავ ხვდება, ძმებს, ჯერემაიას და კონრადს. ის სასიყვარულო სამკუთხედში აღმოჩნდება.[1]
ყოველ ზაფხულს კონკლინები - ბელი, მისი ძმა სტივენი და დედა ლორელი - რჩებიან კაუზინის სანაპიროზე ლორელის საუკეთესო მეგობართან, სუზანა ფიშერთან და მის ვაჟებთან, კონრადთან და ჯერემაიასთან ერთად. კონრადს ბელი თორმეტი წლის ასაკიდან უყვარდა, მაგრამ ამბობს, რომ მას მხოლოდ პატარა დასავით უყურებს. ჩასვლისთანავე ბელი და ლორელი ამჩნევენ, რომ კონრადი ცუდად იქცევა. ბელი ცდილობს დაეხმაროს კონრადს, მაგრამ მას ხელს ჯერემაია და სტივენი უშლიან, რომლებიც კონრადთან ერთად სანაპირო წვეულებაზე მიდიან. ბელის საუკეთესო მეგობრის, ტეილორის მოთხოვნით, ბელი წვეულებაზე იპარება. ის ხედავს, რომ კონრადი გოგონას კოცნის, ნიკოლს, რომელიც წინა წელს დებიუტანტების მეჯლისზე კონრადის მეწყვილე იყო. კონრადთან და სტივენთან კამათის შემდეგ ბელი მარტო ზის. მას უახლოვდება ბიჭი, სახელად კამი; ისინი გაიცნობენ ერთმანეთს და საბოლოოდ აკოცებენ. ამის შემდეგ პოლიცია წვეულებას არღვევს. ბელი გადაწყვეტს მიიღოს სუზანას მოწვევა დებიუტანტად.
სუზანა და ლორელი დებიუტანტების კაბების საყიდლად მიდიან ბელისთვის. ბელი თავის პირველ დებიუტანტ ჩაის ესწრება და ხვდება თავის კლასელებს, მათ შორის შაილას, მდიდარ სოციალს. ბელი ასევე აღმოაჩენს, რომ ნიკოლი მისი დიდი დაა სეზონისთვის.კამი ბელს პაემანზე პატიჟებს კინოთეატრში. ლორელი წიგნის ხელმოწერის დროს, ხელახლა ხვდება კლივლენდ კასტილოს, თანამემამულე ავტორს, რომელსაც მან შემთხვევით შეურაცხყოფა მიაყენა. კლივენდი ეუბნება, რომ მისი შემდეგი წიგნი ნაოსნობის შესახებაა, რომლის შესახებაც მან ცოტა რამ იცის, ლორელი ურჩევს კონრადს სთხოვოს გაკვეთილები. წიგნის მაღაზიის წვეულებაზე მოწყენილ კონრადს გაუჩნდა იდეა, რომ ბიჭებმა ბელის პაემანი ჩაშალონ. ბელი გაბრაზებული აგზავნის მათ უკან. კამს სახლში მიჰყავს ბელი და ისევ კოცნიან. ღამე სტივენი იპარება, რათა სანაპიროზე შაილას შეხვდეს. შაილა სთხოვს სტივენს, რომ მისი მეწყვილე იყოს დებიუტანტების მეჯლისზე. ბელი და კონრადი კამათობენ, ბელის პაემნის ჩაშლის გამო.
ბელი მოუთმენლად ელის თექვსმეტი წლის დაბადების დღის აღნიშვნას. ყველა უზიარებს მას საჩუქრებს, გარდა კონრადისა, რომელიც ამბობს, რომ დაავიწყდა. კაუზინის სანაპიროზე ჩასულ ტეილორს ბელი და ჯერემაია ხვდებიან. სუზანა სადილს მართავს, სადილის შემდეგ გოგონები წვეულებაზე მიდიან ნიკოლთან. კამი ბელის მოწვევას ელის დებიუტანტების მეჯლისზე.
ბავშვები ემზადებიან სუზანას დიდი ოთხი ივლისის წვეულებისთვის. ბელის და სტივენის მამა ახალ შეყვარებულთან ერთად ჩამოდის სანაპიროზე, მაგრამ ფიშერები იგებენ, რომ მათი მამა ადამი, ვერ შეძლებს ჩამოსვლას. ბელი ძალიან ბევრ მარგარიტას სვამს და უნებურად იწვევს პრობლემას წვეულებაზე.
სუზანა და ლორელი მიდიან ბარში, სადაც ისინი კარგ დროს ატარებენ. ლორელი და კლივლენდი უფრო დაახლოვდებიან. ბელს რაღაც აქვს სათქმელი კემისთვის და მოგვიანებით ფიქრობს, სწორი ძმა აირჩია თუ არა.
ყოველწლიური პლიაჟის ფრენბურთის ფონდის თამაშია და ბელი გადაწყვეტს გაიმარჯვოს. ტეილორი მას პარტნიორად უერთდება, მაგრამ ტრავმას აყალბებს, რომ თამაშში ჯერემაია შემოვიდეს. კლივლენდთან ნავში ყოფნისას, კონრადს პანიკური შეტევა აქვს და კლივლენდს უყვება რა აწუხებს მას. ბელი და ტეილორი მიწვეულნი არიან ნიკოლთან, მამამისის ნავზე.
დებიუტანტების მეჯლისის დღეს, ყველაფერი მზადდება. ბელი მზადაა ჯერემაიასთან ერთად წასასვლელად. სუზანამ და ლორელმა ბელის ის კაბა უყიდეს, რომელიც მას სურდა. სტივენმა, ფული პოკერის თამაშისას დაკარგა, ასე, რომ ვეღარ ახერხებს სმოკინგის ყიდვას, რაც შაილას უნდა უთხრას, თუმცა, სტივენი შაილას მამის ძველ სმოქსინგს ითხოვებს. ჯერემაიას ეჭვები უჩნდება დედამისზე.
2021 წლის 8 თებერვალს Amazon-მა წარმოებას რვა ეპიზოდისგან შემდგარი შეკვეთა მისცა. სერიალი ეფუძნება ჯენი ჰანის 2009 წლის ამავე სახელწოდების რომანს. მისი შექმნილი და აღმასრულებელი პროდიუსერიც ჰანია.[4] ასევე აღმასრულებელი პროდიუსერებია: გაბრიელ სტენტონი, კარენ როზენფელტი, ნნე ებონგი და ჰოუპ ჰარტმანი.[5][6][7] 2022 წლის 8 ივნისს, სერიალის პრემიერამდე, Amazon-მა მეორე სეზონი დააანონსა.[8]
2021 წლის 28 აპრილს, ლოლა ტუნგი, რეიჩელ ბლანჩარდი, ჯეკი ჩუნგი და კრისტოფერ ბრაინი სერიალის მთავარ პერსონაჟებად აიყვანეს.[9][10] 2021 წლის ივლისში გევინ კაზალენიო, შონ კაუფმანი, მინი მილსი და ალფრედო ნარცისო შეუერთდნენ მთავარ მსახიობებს, ხოლო სამერ მედისონი, დევიდ იაკონო, რაინ სპენსერი და ტომ ევერეტ სკოტი მეორე ხარისხოვან მსახიობებს.aptation Of Jenny Han's YA Novel|website=Deadline Hollywood|first=Denise|last=Petski|date=July 26, 2021|access-date=July 26, 2021}}</ref> On August 31, 2022, Kyra Sedgwick and Elsie Fisher were cast in recurring capacities for the second season.[11]
პირველი სეზონის გადაღება 2021 წელს გაიმართა ვილმინგტონში, ჩრდილოეთ კაროლინაში.[12][13][14] მეორე სეზონის გადაღება 2022 წლის ივლისში დაიწყო.[15]
სერიალის პრემიერა Prime Video-ზე 2022 წლის 17 ივნისს შედგა.[16]
სერიალის პრემიერის შემდეგ სამივე წიგნს რეიტინგი აუმაღლდა, ამაზონის ბესტსელერების სიაში პირველ სამი ადგილი დაიკავა, მეორე წიგნი, "It's Summer Without You", პირველ ადგილზეა. არტისტებმა, რომელთა მუსიკაც გამოიყენებული იყო შოუში, ასევე ნახეს გაყიდვებისა და მიმდევრების ძალიან დიდი ზრდა, ზოგიერთს კი სიმღერების გაყიდვების 6000%-მდე ზრდა აქვს. ტეილორ სვიფტის მეშვიდე სტუდიური ალბომი, Lover, აღორძინდა გაყიდვებით და სტრიმინგში, კვლავ შევიდა Billboard 200-ის ჩარტის ტოპ 40 რეგიონში, მისი სამი სიმღერა- "Cruel Summer", "Lover" და "False God" - სერიალში მოხვდნენ. სერილს ასევე ჰქონდა სოციალური მედიის მასიური გამოხმაურება, ჰეშთეგით #TheSummerIturnedPretty შეაგროვა 1,3 მილიარდზე მეტი ნახვა TikTok-ზე. სოციალური ანალიტიკური სააგენტო DMS-ის თანახმად, სერიალის შესახებ შეიქმნა 107000-ზე მეტი გლობალური პოსტი, მხოლოდ პრემიერის პირველ შაბათ-კვირას და 725 მილიონი პოტენციური შთაბეჭდილება პლატფორმებზე.[17]