სოფელი | |
---|---|
ზემო ნატანები | |
![]() საბავშვო ბაღი და სოფლის ამბულატორია | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ნატანები |
კოორდინატები | 41°57′57″ ჩ. გ. 41°50′27″ ა. გ. / 41.96583° ჩ. გ. 41.84083° ა. გ. |
ადრეული სახელები | სამღვთო |
ცენტრის სიმაღლე | 20 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1174[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,1 % სომხები 1,1 % რუსები 0,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ზემო ნატანები (ყოფ. სამღვთო) — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ნატანების თემში (სოფლები: ზემო ნატანები, ქვემო ნატანები, შეკვეთილი). მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 20 მ. ქვემო ნატანებიდან 6 კმ., ოზურგეთიდან 24 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2] ძირითადად, მისდევენ მეთხილეობასა და მეციტრუსეობას.
1902 წელს შედიოდა მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში. 1898 წელს საღმრთოს იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მღვდელმა ანტონ ცეცხლაძემ და გერასიმე ნაკაიძემ, რომელიც შემდგომში ამავე ეკლესიის მღვდელი გახდა, დააარსეს სოფლის ორკლასიანი სამრევლო სკოლა, რომლის გამგე გერასიმე ნაკაიძე იყო. 1898-1900 წლებში სკოლა ნაკაიძის სახლში იყო გახსნილი. 1901 წელს მღვდელ იესე ინგოროყვას ნაცვლად დაინიშნა მღვდელი ბარბარე თანეიშვილი. 1921 წლამდე გერასიმე ნაკაიძე იყო სოფლის ეკლესიის მოძღვარი. 1923 წელს ხის ეკლესია გადაკეთდა სკოლად. ეკლესიის სასაფლაოს ტერიტორიაზე გააკეთეს სტადიონი. თავად გერასიმე ნაკაიძე გადავიდა აჭარაში, სადაც ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. შემდეგ გადაასახლეს შუა აზიაში, ყარაღანდაში, სადაც ცემით მოკლეს 1939 წელს.
1930-იანი წლების მეორე ნახევარში ზემო ნატანების უბნები სამღვთო და ჯაფარაულა თხინვალის სასოფლო საბჭოში იყო გაერთიანებული.[3]
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1893[4] | 1041 | ||
1908[5] | ![]() |
||
2002 | ![]() |
||
2014 | ![]() |
582 | 594 |
|