სოფელი | |
---|---|
ზვარე | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
თემი | ზვარე |
კოორდინატები | 41°58′29″ ჩ. გ. 43°24′28″ ა. გ. / 41.97472° ჩ. გ. 43.40778° ა. გ. |
ადრეული სახელები | მზვარე |
ცენტრის სიმაღლე | 700 მ |
მოსახლეობა | 279[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ზვარე — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ნუნისი, ჩრდილი). მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ზვარულის (ჩხერიმელას მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 700 მ. ხარაგაულიდან 24 კმ. სოფელში არის ბიბლიოთეკა.[2]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 279 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 407 | 195 | 212 |
2014[1] | ![]() |
148 | 131 |
სოფელი ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება XVIII ს-ში „მზვარის“ სახელწოდებით. „მზვარე“ აღნიშნავს მზიან ფერდობს. სოფლის თავში, ტყეში, არის ლიხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევები და სახატე ადგილი, რომელსაც მოსახლეობა „ჯვარნაძვს“ ეძახის.
ზვარე ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია აქ არსებული მინერალური წყლების გამო. სოფელში ასხამენ წყალს „ზვარე“.