ზორია — მაშპროექტი წარმოადგენს მსოფლიო ტურბინამშენებლობის ერთ-ერთ ლიდერს. აქ პროექტირდება და მზადდება საზღვაო ხომალდებისა და გემებისათვის, ელექტროენერგეტიკისათვის და გაზოსატრანსპორტო მაგისტრალებისათვის, რაც უხსნის ახალ შესაძლებლობებს.
1949 წელს მძიმე მანქანათმშენებლობის მინისტრის განკარგულებით ნიკოლაევში დაიწყო ორთქლის ტურბინების წარმოების ქარხნის მშენებლობა, რომელიც გამოიყენებოდა სამხედრო-საზღვაო ფლოტში.
1954 წლის მაისში სამხრეთ ტურბინის ქარხანა „ზორია“ შევიდა ექსპლუატაციაში. საწარმო გადაპროფილირებული იქნა გაზოტურბინული თექნიკის წარმოებაზე.
1955 წელს გამოშვებული იქნა პირველი ძრავა М1 ტორპედული კატარღისათვის.
1955—1964 წლებში დამუშავებული იქნა და გამოვიდა პირველი თაობის ძრავები М2, Д2, Д3, М8. დამზადებული იქნა პირველი მსოფლიოში მთავარი გაზოტურბინული აგრეგატი МЗ რევერსული რედუქტორით (2x36000 ც.ძ.) დიდი წყალქვეშანავ საწინააღმდეგო ხომალდისათვის.
1965—1969 წლებში შეიქმნა მეორე თაობის ძრავები М60, М62, М8К, М8Е მაღალი ეკონომიურობით.
1970 წელს ხდება გაზო-ტურბინული ძრავების დანერგვა სახალხო მეურნეობაში: კოგენერაციული მცურავი ელ. სადგურებისათვის (северное сияние) გაზოტურბინული გენერატორები ГТГ-1 (10 მვტ) და ГТГ-12 (12 მვტ), რომლებიც მუშაობდნენ დიზელზე და ბუნერივ გაზზე; გაზოტურბინული ენერგომატარებელით «Маяк» ГТГ4000 (4 მვტ) და „ფაკელი“ ГТГ-12 (12 მვტ); სტაციონალური ელექტრისადგურები ГТГ20 (18 მგვ) და ГТГ22 (18,5 მ).