ზურაბ ქარუმიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 22 აგვისტო, 1957 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 12 დეკემბერი, 2023 (66 წლის) |
ფსევდონიმი | შოუ ბაბუხადია |
საქმიანობა | მწერალი, მთარგმნელი, კულტუროლოგი, ანგლისტი და პოლიტიკოსი |
ენა | ქართული ენა |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Magnum opus | ჯაზის ცხოვრება |
ჯილდოები | პრემია „საბა“ და ლიტერა |
გავლენა მოახდინეს |
ზურაბ ქარუმიძე (დ. 22 აგვისტო, 1957, თბილისი — გ. 12 დეკემბერი, 2023) — ქართველი მწერალი. ლიტერატურული პრემიების „საბასა“ (2010) და „ლიტერას“ (2018) ლაურეატი.[1] 2006 წელს ქარუმიძემ ინგლისურ ენაზე დაწერა რომანი „Dagny or a Love Feast“.[2]
ქარუმიძე სწავლობდა ინგლისურ ენასა და ლიტერატურას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1984 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „მახვილგონიერება და პატივმოყვარეობა ჯონ დონის პოეზიაში“.
წლების განმავლობაში, ქარუმიძე მუშაობდა XX საუკუნის ლიტერატურის კვლევის ცენტრში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1994–1995 წლებში კი იგი იყო ფულბრაითის მოწვეული მკვლევარი, უისკონსინ-მილვოქის უნივერსიტეტში, სადაც იგი პოსტმოდერნულ ამერიკულ მეტაპროზას სწავლობდა.
ქარუმიძის ორი მოთხრობა (რომელებიც ავტორმა თავად თარგმნა ინგლისურად) გამოქვეყნდა ამერიკაში, „Clockwatch Review“'-ში (Clockwatch Review, Bloomington, IL, 1996).
რედაქტორობდა საქართველოში გაცემულ ინგლისურენოვან ჟურნალებს: „საქართველო/კავკასიის პროფილი“ (1995–2000) და „კავკასიის კონტექსტი“ (2002-2005). 2007–2008 წლებში იყო პირველი არხის საზოგადოებრივ-პოპულარული გადაცემის, „ღამის საუბრების“ წამყვანი.[3]
ჯეიმზ ვერჩთან ერთად, ზურაბ ქარუმიძე იყო თანა-რედაქტორი წიგნისა „კმარა: ვარდების რევოლუცია საქართველოს რესპუბლიკაში“ (Nova Science Publishers, ნიუ-იორკი, 2005). წერდა ესეებს კულტურასა, კოლექტიურ მახსოვრობასა და ეროვნული ნარატივების შესახებ.
გარდაიცვალა 2023 წლის 12 დეკემბერს, 66 წლის ასაკში.[4][5]
|access-date=
-ში (დახმარება)
|access-date=
და |date=
-ში (დახმარება)
|access-date=
და |date=
-ში (დახმარება)