თასოსის ბრძოლა — საზღვაო ბრძოლა ბიზანტიის იმპერიასა და ახალდაარსებულ კრეტის საამიროს შორის. გაიმართა 829 წლის ოქტომბერში. კრეტელმა არაბებმა მოიპოვეს ერთ-ერთი მთავარი გამარჯვება. ბიზანტიის მთელი ფლოტი განადგურდა. ამ ბრძოლის შემდეგ ეგეოსის ზღვაზე დაიწყო არაბთა თარეში. კიკლადები და აიონ-ოროსი დიდი ხნით მიტოვებული იქნა.
- Treadgold, Warren (1988), The Byzantine Revival, 780–842, Stanford University Press, p. 268, ISBN 0-8047-1462-2
- Vasiliev, A.A. (1935), Byzance et les Arabes, Tome I: La Dynastie d'Amorium (820–867) (in French), Brussels: Éditions de l'Institut de Philologie et d'Histoire Orientales, p. 90