თიმლიჩ-ოჰინგა

თიმლიჩ-ოჰინგა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა კენიის დროშა კენია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv, v
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 0°53′28″ ს. გ. 34°15′08″ ა. გ. / 0.89111° ს. გ. 34.25222° ა. გ. / -0.89111; 34.25222
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2018  (42-ე სესია)
ნომერი 1450
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1450
ინგლ.რუს.ფრ.

თიმლიჩ-ოჰინგა — არქეოლოგიური ძეგლი კენიაში. მდებარეობს ქალაქ მიგორიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 46 კილომეტრში, ტბა ვიქტორიის რაიონში, ნიანზის პროვინციაში. 2018 წელს შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1]. დაცულია ეროვნული მუზეუმებისა და მემკვიდრეობის კანონის საფუძველზე 2016 წლიდან და იმყოფება კენიის ეროვნული მუზეუმის დაქვემდებარებაში. იგეგმება ტურიზმის განვითარება[2].

ლუოს ხალხის დოლუოს ენაზე thimlich ითარგმნება, როგორც „საშიში, გაუვალი ტყე“, ხოლო ohinga — „ქვის ნაგებობა“[3].

თიმლიჩ-ოჰინგა გამაგრებული ქვის ნაგებობაა, რომელიც მშრალი წყობის მეთოდითაა აგებული. თარიღდება XVI საუკუნით. მეცნიერთა აზრით, თიმლიჩ-ოჰინგას იყენებდნენ თემისა და პირუტყვის დასაცავად. თიმლიჩ-ოჰინგა არის უდიდესი და საუკეთესოდ შემონახული ნიმუში არსებული ტრადიციული სამშენებლო კომპლექსებიდან[2].

კომპლექსი შედგება ოთხი ნაგებობისაგან: Kochieng, Kakuku, Koketch, Koluoch. კედლები აგებულია სხვადასხვა ზომის სუფთად გათლილი ქვებით, დუღაბის გარეშე, კედლების სიმაღლე 1,5-დან 4,5 მ-მდე, საშუალო სისქე — 1 მ[2].

  1. Sites from Kenya, Oman and Saudi Arabia inscribed on UNESCO World Heritage List
  2. 2.0 2.1 2.2 Thimlich Ohinga Archaeological Site. United Nations (2019). ციტირების თარიღი: 2019-10-28.
  3. Maina Kiarie. Thimlich Ohinga. Enzi. ციტირების თარიღი: 2019-10-28.