თიხნარის ბაზი

თიხნარის ბაზი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Bombus argillaceus

თიხნარის ბაზი (ლათ. Bombus argillaceus) — იშვიათი საზოგადოებრივი მწერი სიფრიფანაფრთიანების რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 24–28 მმ. აქვს შავი ფერის თავი და მუცელი, გრძელი ხორთუმი, მოგრძო თავი, მკერდი დაფარული აქვს შავი და ყვითელი ბუსუსებისაგან შემდგარი ზოლებით, ულვაშები შავი ან ყავისფერია. გავრცელებულია ევროპაში, სამხრეთ კავკასიაში, დასავლეთ თურქმენეთსა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში. იბუდებს მიწაში მღრღნელების მიერ მიტოვებულ სოროებში. იკვებება ყვავილის მტვრით და ნექტარით, ამტვერიანებს პარკოსნების, ბაიასებრთა, ტუჩოსნების, რთულყვავილოვანთა, შავწამალასებრთა ოჯახების ყვავილებს. გადაშენების გზაზე მდგომი სახეობაა. შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში“.