თომას დე ვაალი | |
---|---|
![]() | |
მშობლიური სახელი | ინგლ. Thomas de Waal |
დაბადების თარიღი |
07.12.1966 ნოტინგემი; დიდი ბრიტანეთი |
ეროვნება | ინგლისელი |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთი |
საქმიანობა | ჟურნალისტი |
თომას დე ვაალი (ინგლ. Thomas de Waal; დ. 7 დეკემბერი, 1966, ნოტინგემი) — ბრიტანელი ჟურნალისტი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში, თანამედროვე ამიერკავკასიის შესახებ გამოკვლევის ავტორი.
1988 წელს თომას დე ვაალმა დაამთავრა ბალიონ-კოლეჯი ოქსფორდში რუსული და ახალბერძნული ენების სპეციალობით.
2003 წელს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მუშაობის შედეგებით დე ვაალმა გამოაქვენა წიგნი „შავი ბაღი“. კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს ნაშრომი და აღნიშნეს, რომ ეს იყო კონფლიქტის გარემოების პირველი ნეიტრალური კვლევა.
2006 წელს რუსეთის მხარემ უარყოთომას დე ვაალის თხოვნა ვიზის მიცემაზე „ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე“ კანონის თანახმად, სადაც მას მონაწილეობა უნდა მიეღო მთიანი ყარაბაღის შესახებ წიგნის რუსული ვერსიის პრეზენტაციაში.
2010 წელს თომასმა დაწერა მეორე წიგნი - „გაიცანით: კავკასია“.
ბებიის ელიზაბეთ დე ვაალის (ქალიშვილობაში გვარად ეფუსი) მხრიდან, თომასი ენათესავება წარმატებულ ებრაული წარმოშობის ბანკირთა, ეფუსების ოჯახს. ეფუსები მეორე მსოფლიო ომამდე მფარველობდნენ ევროპაში ხელოვნებას. მათი სიმდიდრე დაიბადა მე-19 საუკუნის ოდესაში. თომასი აწარმოებდა კვლევას ოჯახის რუსული ფესვების შესახებ, რომელიც დაეხმარა ძმას, ედმუნდ დე ვაალს ოჯახური ისტორიის კვლევაში, რის შედეგადაც შეიქმნა წიგნი "კურდღელი ქარვისფერი თვალებით".