იაკობ პერმიაკოვი | |
---|---|
დაბადების თარიღი | უცნობია |
გარდაცვალების თარიღი | 1712 |
პროფესია | ზღვაოსანი, მეწარმე |
იაკობ პერმიაკოვი (დაბადების წელი უცნობია — გ. 1712) — რუსი ზღვაოსანი და მეწარმე.
1710 წელს, გაცურა მდინარე ლენიდან კოლიმამდე და შენიშნა ორი კუნძული (დიდი ლიახოვის კუნძული და დათვის კუნძულებში შემავალი ერთ-ერთი კუნძული). 1712 წელს მ. ვაგინთან ერთად მარხილებით გაიარა მდინარე იანის შესართავიდან დიდი ლიახოვის კუნძულებამდე და ნანახი გამოიკვლია.
უკან დაბრუნების დროს იაკობ პერმიაკოვი მოკლეს, აჯანყებულმა კაზაკებმა.