იაჰატა (იაპ. 八幡), ქალაქი იაპონიაში, კუნძულ კიუსიუს ჩრდილოეთ ნაწილში, ფუკუოკის პრეფექტურაში. 347 ათ. მცხოვრები (1970). იაპონიის მნიშვნელოვანი მეტალურგიული ცენტრი. ახალი ქალაქის კიტაკიუსიუს ბირთვი. მეტალურგიული კომბინატი. ცემენტის, ალუმინის, მინა-კერამიკის, ქიმიური მრეწველობის, საშენ მასალათა წარმოება.