ივლისის დილა (ბულგ. Джулай, ჯულაი) — ტრადიცია და დღესასწაული ბულგარეთში. აღინიშნება შავი ზღვის სანაპიროზე 1986 წლიდან მოყოლებული, 1 ივლისს. ამ დღეს ათასობით ახალგაზრდა მუსიკით, სიმღერებითა და ცეკვებით ეგებება ზაფხულის მეორე თვის პირველ დილას[1][2].
მიიჩნევა რომ ტრადიცია 1960-1980-იანი წლების ჰიპური კულტურის გამოძახილია. სახელწოდება მომდინარეობს ინგლისური როკ-ჯგუფ Uriah Heep-ის ჰიტიდან, — „July Morning“.