ინგლის-ოსმალეთის კონვენცია — ხელშეკრულება, რომელიც 1913 წელს დაიდო გაერთიანებულ სამეფოსა და ოსმალეთის იმპერიას შორის. კონვენციის თანახმად შეიზღუდა ოსმალეთის გავლენა სპარსეთის ყურის რეგიონში დიდი ბრიტანეთისა და არაბული სამთავროების ბაჰრეინის, ქუვეითისა და კატარის სასარგებლოდ. ოსმალეთმა ასევე აღიარა დიდი ბრიტანეთის კონტროლი მდინარე შატ-ელ-არაბის ნაოსნობაზე. მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობდა 1911 წლიდან და მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბაღდადის რკინიგზის საკითხთან. ინგლისი დათანხმდა გაგრძელებულიყო რკინიგზი მშენებლობა ბასრამდე, იმ პირობით თუ იგი აღარ გაგრძელდებოდა სპარსეთის ყურისაკენ.
1913 წლის 29 ივლისს მოხდა კონვენციის ხელმოწერა, მაგრამ არ მომხდარა მისი რატიფიცირება. ხელშეკრულების მთავარი დამსახურება იყო ქუვეითის ფორმალური დამოუკიდებლობის იურიდიული ბაზისა შექმნა და თანამედროვე საზღვრების ჩამოყალიბება.