ინვერსია — გეოსინკლინის განვითარების მნიშვნელოვანი სტადია, რომლის დროსაც დედამიწის ქერქის დაძირვას ცვლის აზევება და გეოსინკილინის ადგილზე მთათა სისტემა ვითარდება. ინვერსიასთანაა დაკავშირებული შრეთა დანაოჭება, მთების ზრდა, გრანიტების შეჭრა, რეგიონული მეტამორფიზმი.