ინკა-უიუ

ინკა-უიუ

ინკა-უიუ — ქვებისგან შემდგარი სტრუქტურა პერუში, პუნოს რეგიონის პუნოს პროვინციაში, ჩუკუიტოს რაიონში, არქეოლოგიურ ძეგლ ჩუკუიტოზე.[1][2] წარმოადგენს ჩამწკრივებული ქვებისგან წარმოქმნილ მართკუთხა სტრუქტურას. მდებარეობს სანტო-დომინგოს ეკლესიის სიახლოვეს. სულ ჩამწკრივებულია სოკოს ფორმის 86 გამოკვეთილი ქვა, რომელთა სიმაღლე ხუთი ფუტია. არქეოლოგიური შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ქვები უძველესია და ადგილობრივ საბადოებს მიეკუთვნება, თუმცა არსებობს მოსაზრებაც, რომ ისინი სხვა ადგილებიდანაა მოტანილი. სტრუქტურა პირველად 195-იან წლებში, შემდეგ კი 1960-იან წლებში გათხარეს.

ძეგლის დანიშნულება ჯერ ისევ უცნობია. ზოგიერთი მოსაზრებით, ის ნაყოფიერების ტაძარი იყო, სადაც შესაბამისი რიტუალებიც ტარდებოდა. აღნიშნული ვარაუდი ძირითადად პენისის ფორმის ქვების გამო მომდინარეობს, რომლებიც ცისკენაა მიმართული, ინკების მზის ღმერთ ინტისა და დედამიწის ქალღმერთ პაჩამამასაკენ. პერუს კულტურის ეროვნული ინსტიტუტის მიერ, ინკა-უიუს ეროვნული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.

  1. mincetur.gob.pe დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. "Sitio Arqueológico Inca Uyo"
  2. turismoi.pe/arqueologia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-28. ციტირების თარიღი: 2016-08-01.