ინტერნალიზაცია

ინტერნალიზაცია — პროცესი, რომლის დროსაც სოციალური ღირებულებები, ნორმები და იდეები ინდივიდების მიერ ჩაითვლება როგორც მათი საკუთარი და აღიქმება როგორც ბუნებრივი და ნორმალური. ინტერნალიზაციის პროცესი საფუძვლად უდევს სოციალიზაციას. მის მექანიზმებსა და თავისებურებებზე ყურადღებას ამახვილებს ისეთი მიდგომები, როგორიცაა ბიჰევიორიზმი და ფსიქოანალიზი.[1]

ისეთ მეცნიერებებში, როგორიცაა ბიოლოგია, ინტერნალიზაცია არის იგივე რაც ენდოციტოზი, პროცერი, რომლის დროსაც მოლეკულებს, როგორებიცაა ცილები, უჯრედის კედელი შთანთქავს და უჯრედში გადააქვს.

  1. (2004) სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი - ცნობარი. გამომცემლობა "ლოგოს პრესი", გვ. 115. ISBN 99928-926-9-2.