იოზეფ შენი (უნგრ. József Szén; დ. 9 ივლისი, 1805, პეშტი, უნგრეთი — 13 იანვარი, 1857, იქვე) — XIX საუკუნის უნგრელი მოჭადრაკე და საჭადრაკო თეორეტიკოსი. მას „უნგრელ ფილიდორს“ ეძახდნენ. ლონდონის საერთაშორისო ტურნირზე მეხუთე ადგილი დაიკავა. მისი გამოკვლევის ძირითადი საგანი ეტლის და კუს წინააღმდეგ ბრძოლაა.