იოლანდა კაკაბაძე | |
---|---|
![]() იოლანდა კაკაბაძე 2013 წელს | |
დაბადების თარიღი | 1948 |
მოქალაქეობა |
![]() |
ეთნიკურად |
![]() |
პროფესია | ბუნებისდამცველი |
საქმიანობა | პრეზიდენტი |
დამსაქმებელი | ბუნების მსოფლიო ფონდი (WWF) |
იოლანდა კაკაბაძე ნავარო (დ. 1948[1]) — ქართული წარმოშობის ეკვადორელი ბუნებისდამცველი.[2]
კიტოს უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ,[1] აქტიურად ჩაერთო გარემოსდაცვით საკითხებში. კიტოში დააარსა გარემოს დაცვის ფონდი, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც თავადვე იყო 1979–1990 წლებში. 1993 წელს, დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია ლათინური ამერიკის მომავლის ფონდი[3] (www.ffla.net), რომელსაც 2006 წლამდე ხელმძღვანელობდა. 1998 წლის აგვისტოდან 2000 წლის იანვრამდე იყო ეკვადორის გარემოს დაცვის მინისტრი. 1996-2004 წლებში იყო ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) პრეზიდენტი,[4] ხოლო 2010–2017 წლებში — ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) პრეზიდენტი.[5]
გარდა ამისა, კაკაბაძე არის ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია Ford Foundation-ის სამეურვეო საბჭოს წევრი,[6] 2004 წლიდან კი არაკომერციული ორგანიზაცია LafargeHolcim Foundation for Sustainable Construction-ის სამეურვეო საბჭოს წევრი.[7]
იოლანდა კაკაბაძე საერთაშორისო კომისია „დედამიწის ქარტიის“ წევრია.
|