იოლდერე (ხოფის რაიონი)

სოფელი
იოლდერე
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ართვინის პროვინცია
რაიონი ხოფა
კოორდინატები 41°23′24″ ჩ. გ. 41°28′12″ ა. გ. / 41.39000° ჩ. გ. 41.47000° ა. გ. / 41.39000; 41.47000
ადრეული სახელები ზურპიჯი
სასაათო სარტყელი UTC+3 და თურქეთის დრო
საფოსტო ინდექსი 08
იოლდერე (ხოფის რაიონი) — თურქეთი
იოლდერე (ხოფის რაიონი)

იოლდერე (თურქ. Yoldere) — სოფელი ხოფის რაიონში, ართვინის პროვინცია, თურქეთი.[1] სოფლის მოსახლეობა 2021 წლის მონაცემებით 441 ადამიანია.[2]

სოფლის ძველი ისტორიული, ქართული სახელწოდებაა ზურპიჯი.[3]

სოფელი იოლდერეს ძველი სახელია ზურპიჯი / ჟურპიჯი ან ზურბუჯი. აღმოსავლეთმცოდნე ნიკო მარმაც ლაზეთის მოგზაურობის ჩანაწერებში და იური სიხარულიძე ჭანეთის (ლაზეთის) ტოპონიმების შესახებ ნაშრომში ამ დასახლების სახელი ზურპიჯი / ჟურპიჯი (ზურპიჯი / ჟურპიჯი) ფორმით დაწერეს. ლაზური სიტყვა ზურპიჯი ან ჟურპიჯი (ზურპიჯი / ჟურპიჯი) ნიშნავს „ორ ნაპირს“.[4][5] 1876 წლის ტრაპიზონის ვილაეთის წელიწდეულში და 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაში სოფლის სახელი მოხსენიებულია როგორც ზურბიჯი (زوربجی).[6][7]

ზურბიჯი, 1876 წლის ტრაპიზონის ვილაეთის წელიწდეულის მიხედვით, იყო ტრაპიზონის ვილაეთის სანჯაყებიდან ერთ-ერთის, ლაზისტანის სანჯაყის, ხოფის კაზას სოფელი. მისი მოსახლეობა შედგებოდა 40 ოჯახში მცხოვრები 153 ადამიანისგან. ამ დროს ოსმალეთის ადმინისტრაცია მხოლოდ მამაკაცების რაოდენობას ადგენდა. ამის გამო, სოფლის მთლიანი მოსახლეობის დასადგენად საჭიროა მამაკაცების რაოდენობის ტოლი ქალების რაოდენობის დამატება. შედეგად შეიძლება ითქვას, რომ სურბიჯიში დაახლოებით 306 ადამიანი ცხოვრობდა. სოფელში, რომლის მოსახლეობაც სოფლის მეურნეობით ირჩენდა თავს, დადგენილი იყო შემდეგი პირუტყვის რაოდენობა: 400 თხა/ცხვარი, 5 ცხენი, 5 ძროხა და 1 ხარი.[8]

ზურბიჯი, 1928 წლის ოსმალური სოფლების სიის მიხედვით, მიეკუთვნებოდა რიზეს ვილაეთის ხოფის კაზას ცენტრალურ ნაჰიეს.[7] მოგვიანებით სოფელი მდებარეობდა ჩორუჰის ვილაეთში, რომელმაც არტვინის ვილაიეთი ჩაანაცვლა. 1940 წლის საყოველთაო აღწერის დროს სოფელს ჰქონდა ეს ადმინისტრაციული სტატუსი და მისი მოსახლეობა შედგებოდა 361 ადამიანისგან.[9] ვინაიდან ზურპიჯი / ზურბუჯი „უცხოური წარმოშობისაა“, სოფლის სახელი 1959 წელს შეიცვალა და ეწოდა იოლდერედ.[10] იოლდერეს სოფელში 1965 წლის საყოველთაო აღწერის დროს ცხოვრობდა 625 ადამიანი და ამ მოსახლეობიდან 182 ადამიანმა იცოდა წერა-კითხვა.[11]

იოლდერეს სოფელში არის ძველი ერთმალიანი ქვის ხიდი.[12]

  1. Köy, Turkey Civil Administration Departments Inventory. Retrieved 30 January 2023.
  2. Address-based population registration system (ADNKS) results dated 31 December 2021 tr (XLS). TÜİK. ციტირების თარიღი: 30 January 2023
  3. Nişanyan Yeradları.
  4. Nikolay Marr, Lazistan'a Yolculuk (Çeviri: Yulva Muhurcişi), İstanbul, 2016, s. 78, ISBN 9786055753634.
  5. İuri Siharulidze, Çaneti - I (Gürcüce: ჭანეთი - I), Batum, 1977, s. 56-57.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 Haziran 2023.
  6. Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 364, ISBN 9789157871117.
  7. 7.0 7.1 Son Teşkilat-i Mülkiyede Köylerimizin Adları (Osmanlıca), İstanbul, 1928, s. 621.
  8. Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 365, ISBN 9789157871117.
  9. 1940 Genel Nüfus Sayımı, Anakara, 1944, s. 168.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 Şubat 2020.
  10. Köylerimiz, (Yayımlayan) İçişleri Bakanlığı, Ankara, 1968, s. 574.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 Şubat 2020.
  11. 1965 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1968, s. 89.
  12. [https://web.archive.org/web/20230604154752/https://www.kulturportali.gov.tr/turkiye/artvin/kulturenvanteri/yoldere-koyu-koprusu დაარქივებული 2023-06-04 საიტზე Wayback Machine. "Yoldere Köyü Köprüsü - Artvin" - Türkiye Kültür Portalı