იოსებ II — (ბერძ. Ιωσήφ Β) — კონსტანტინოპოლის პატრიარქი 1416–1439 წლებში. ბულგარეთის მეფის ივანე შიშმანის ვაჟი.
პატრიარქად არჩევამდე იყო ეფესოს მიტროპოლიტი. არჩევის შემდეგ მხარს უჭერდა იმპერატორ იოანე VIII-ს მის მცდელობაში, გაეერთიანებინა მართლმადიდებელი და რომის კათოლიკური ეკლესიები. იმპერატორთან ერთად ეწვია ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრებას და გარდაიცვალა იტალიაში 1439 წელს.