ირაკლი აზაროვი

ირაკლი აზაროვი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
21 თებერვალი, 2002 (2002-02-21) (23 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 172 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
შახტარი დონეცკი
ნომერი 16
ახალგაზრდული კარიერა
2012–2019 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2019–2020 დინამო თბილისი 12 (0)
2021–2022 დინამო ბათუმი 53 (3)
2022–2023 ცრვენა ზვეზდა 21 (0)
2023– შახტარი დონეცკი 32 (0)
ეროვნული ნაკრები
2017 საქართველო 16-წლ. 1 (0)
2017–2018 საქართველო 17-წლ. 7 (0)
2019 საქართველო 19-წლ. 3 (0)
2020–2023 საქართველო 21-წლ. 9 (0)
2021– საქართველო 19 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 6 აპრილი, 2025
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 20 მარტი, 2025

ირაკლი აზაროვი (დ. 21 თებერვალი, 2002, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი. დონეცკის „შახტარის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი.

ირაკლი აზაროვი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. პროფესიონალური კარიერა 2019 წელს თბილისის „დინამოშივე“ დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც პირველად იმავე წლის 7 აპრილს ეროვნული ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც თბილისის „დინამომ“ „რუსთავს“ უმასპინძლა ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა და თბილისელთა გამარჯვებით 3–1 დამთავრდა.[1][2] ირაკლი მოედანზე 23 ნომრით შემოვიდა, როდესაც შეხვედრის 72-ე წუთზე იმ სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ლევან კუტალია შეცვალა.[3]

ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონში დინამოელთა ძირითად შემადგენლობაში ირაკლიმ სულ შვიდჯერ ითამაშა, აქედან ერთხელ სასტარტოში დაიწყო თამაში, ხოლო ექვსჯერ შეცვლაზე შემოვიდა და თავის სადებიუტო სეზონში მოედანზე საერთო ჯამში 225 წუთი გაატარა. მისი მონაწილეობით გამართული შვიდი შეხვედრიდან თბილისელებმა სამი მოიგეს, სამი დათმეს და ერთიც ფრედ დაამთავრეს. სულ კი ჩემპიონატის ფარგლებში გამართული 36 მატჩიდან 23 მოიგეს, 7 დათმეს, 6 ფრედ დაამთავრეს და 75 ქულით ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ. შესაბამისად, კლუბთან ერთად ირაკლიმაც თავის პირველივე სეზონში საქართველოს ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

2017 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2021 წლის 2 ივნისს რუმინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ პლოიეშტიში, ილიე ოანას სახელობის სტადიონზე (რუმ. Stadionul Ilie Oană) გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. ირაკლიმ შეხვედრა, ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 2–1 დასრულდა.[4]

სანაკრებო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განახლდა: 20 მარტი, 2025
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
საქართველო
საქართველოს დროშა
2021 6 0
2022 4 0
2023 8 0
2025 1 0
ჯამში 19 0

სანაკრებო მატჩები და გოლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება გოლები შენიშვნა წყარო
1 02.06.2021 პლოიეშტი რუმინეთი რუმინეთის დროშა 1–2 საქართველოს დროშა საქართველო ამხანაგური [5]
2 02.09.2021 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 0–1 კოსოვოს დროშა კოსოვო მსოფ. შეს. [6]
3 05.09.2021 ბადახოსი ესპანეთი ესპანეთის დროშა 4–0 საქართველოს დროშა საქართველო მსოფ. შეს. შეცვლაზე გამოყვანა 57 წუთის შემდეგ 57' [7]
4 12.10.2021 პრიშტინა კოსოვო კოსოვოს დროშა 1–2 საქართველოს დროშა საქართველო მსოფ. შეს. შეცვლაზე შესვლა after 80 წუთი 80' [8]
5 11.11.2021 ბათუმი საქართველო საქართველოს დროშა 2–0 შვედეთის დროშა შვედეთი მსოფ. შეს. Booked after 55 minutes 55' [9]
6 15.11.2021 გორი საქართველო საქართველოს დროშა 1–0 უზბეკეთის დროშა უზბეკეთი ამხანაგური წითელი ბარათი after 84' 84' [10]
7 05.06.2022 რაზგრადი ბულგარეთი ბულგარეთის დროშა 2–5 საქართველოს დროშა საქართველო ერთა ლიგა [11][12]
8 12.06.2022 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 0–0 ბულგარეთის დროშა ბულგარეთი ერთა ლიგა შეცვლაზე გამოყვანა 63 წუთის შემდეგ 63' [13]
9 23.09.2022 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 2–0 ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდ. მაკედონია ერთა ლიგა შეცვლაზე შესვლა after 72 წუთი 72' [14]
10 26.09.2022 გიბრალტარი გიბრალტარი გიბრალტარის დროშა 1–2 საქართველოს დროშა საქართველო ერთა ლიგა შეცვლაზე გამოყვანა 61 წუთის შემდეგ 61' [15]
11 28.03.2023 ბათუმი საქართველო საქართველოს დროშა 1–1 ნორვეგიის დროშა ნორვეგია ევრ. შეს. შეცვლაზე გამოყვანა 70 წუთის შემდეგ 70'Booked after 53 minutes 53' [16]
12 17.06.2023 ლარნაკა კვიპროსი კვიპროსის დროშა 1–2 საქართველოს დროშა საქართველო ევრ. შეს. [17]
13 08.09.2023 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 1–7 ესპანეთის დროშა ესპანეთი ევრ. შეს. შეცვლაზე გამოყვანა 60 წუთის შემდეგ 60' [18]
14 12.09.2023 ოსლო ნორვეგია ნორვეგიის დროშა 2–1 საქართველოს დროშა საქართველო ევრ. შეს. [19]
15 12.10.2023 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 8–0 ტაილანდის დროშა ტაილანდი ამხანაგური შეცვლაზე შესვლა after 74 წუთი 74'Booked after 79 minutes 79' [20]
16 15.10.2023 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 4–0 კვიპროსის დროშა კვიპროსი ევრ. შეს. შეცვლაზე გამოყვანა 71 წუთის შემდეგ 71' [21]
17 16.11.2023 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 2–2 შოტლანდიის დროშა შოტლანდია ევრ. შეს. შეცვლაზე შესვლა after 72 წუთი 72' [22]
18 19.11.2023 ვალიადოლიდი ესპანეთი ესპანეთის დროშა 3–1 საქართველოს დროშა საქართველო ევრ. შეს. შეცვლაზე გამოყვანა 78 წუთის შემდეგ 78' [23]
19 20.03.2025 ერევანი სომხეთი სომხეთის დროშა 0–3 საქართველოს დროშა საქართველო ერთა ლიგა შეცვლაზე გამოყვანა 75 წუთის შემდეგ 75' [24]
საქართველოს დროშა დინამო თბილისი
საქართველოს დროშა დინამო ბათუმი
სერბეთის დროშა ცრვენა ზვეზდა
უკრაინის დროშა შახტარი დონეცკი
  • ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2021[25]
  • ეროვნული ლიგის წლის საუკეთესო მცველი: 2021

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თემატური საიტები
90minut · AFS · BDFutbol · ESPNFC.com · eu-football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · National Football Teams.com · Soccerbase · Soccerway · playmakerstats.com · Transfermarkt · WorldFootball.net
  1. Dinamo Tbilisi 3–1 Rustavi / E-Liga 07.04.2019 // soccerway
  2. დინამო თბ. 3–1 რუსთავი / 7 აპრ. 2019 // ეროვნული ლიგა
  3. დინამო თბ - რუსთავი / Crystalbet ეროვნული ლიგა // YouTube
  4. Romania 1–2 Georgia, 02 June 2021 / International Friendly
  5. Romania 1–2 Georgia / Friendlies. soccerway
  6. Georgia 0–1 Kosovo / UEFA World Cup Qualifiers. soccerway
  7. Spain 4–0 Georgia / UEFA World Cup Qualifiers. soccerway
  8. Kosovo 1–2 Georgia / UEFA World Cup Qualifiers. soccerway
  9. Georgia 2–0 Sweden / UEFA World Cup Qualifiers. soccerway
  10. Georgia 1–0 Uzbekistan / Friendlies. soccerway
  11. Bulgaria 2–5 Georgia / UEFA Nations League. soccerway
  12. Bulgaria 2–5 Georgia / UEFA Nations League. uefa.com
  13. Georgia 0–0 Bulgaria / UEFA Nations League. soccerway
  14. Georgia 2–0 North Macedonia / UEFA Nations League. soccerway
  15. Gibraltar 1–2 Georgia / UEFA Nations League. soccerway
  16. Georgia 1–1 Norway / Qual. Euro 2024. soccerway
  17. Cyprus 1–2 Georgia / Qual. Euro 2024. soccerway
  18. Georgia 1–7 Spain / Qual. Euro 2024. soccerway
  19. Norway 2–1 Georgia / Qual. Euro 2024. soccerway
  20. Georgia 8–0 Thailand / Friendlies. soccerway
  21. Georgia 4–0 Cyprus / Qual. Euro 2024. soccerway
  22. Georgia 2–2 Scotland / Qual. Euro 2024. soccerway
  23. Spain 3–1 Georgia / Qual. Euro 2024. soccerway
  24. Armenia 0–3 Georgia / UEFA Nations League. soccerway
  25. GFF Awards 2021 // gff.ge