ირინა გერასიმოვა (დ. 9 თებერვალი, 1964, ქუთაისი) — ქართველი მოცურავე. უნივერსიადის ოთხგზის ჩემპიონი (1983 — თავისუფალი სტილით 100 მ და 200 მ, კომპლექსური 200 მ, ესტაფეტა 4X100 მ თავისუფალი სტილით), სსრკ 18-გზის ჩემპიონი (1980–84) თავისუფალი სტილით (100, 200 მ) და კომპლექსურ (200, 400 მ) ცურვაში. ირინა გერასიმოვა იყო სსრკ 13-გზის რეკორდსმენი და მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1980, ესტაფეტა 4X100 მ თავისუფალი სტილით, წესების დარღვევის გამო სსრკ ნაკრები წინასწარი გაცურვის შემდეგ შეჯიბრებიდან მოხსნეს). პირადი საუკეთესო შედეგები: თავისუფალი სტილით 100 მ — 56,4 წმ; 200 მ — 2.01,13 წთ; კომპლექსური 200 მ — 2.16,72 წთ, 400 მ — 4.50,30 წთ. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
დისციპლინა | ადგილმდებარეობა | ტურნირი | ადგილი |
---|---|---|---|
საწყლოსნო სახეობები | ![]() |
ევროპის ჩემპიონატი 1983 | ![]() |
საწყლოსნო სახეობები | ![]() |
მსოფლიო ჩემპიონატი 1982 | ![]() |