ისატუ ნჯიე-საიდი (ინგლ. Isatou Njie-Saidy; დ. 5 მარტი, 1952) — გამბიელი პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი 1997 წლის 20 მაისიდან 2017 წლის 18 იანვრამდე. იგი არის ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე[1]. პრეზიდენტ იაჰია ჯამეს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 1996 წელს დაიკავა ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ქალთა საქმეების მინისტრის თანამდებობა.
გათხოვილია და ჰყავს ოთხი შვილი[1].