ისლამი ჩრდილოეთ მაკედონიაში — ჩრდილოეთ მაკედონიის ერთ-ერთი ტრადიციული რელიგია. ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელებულია XV საუკუნიდან. ჩრდილოეთ მაკედონიაში ძირითადად ცხოვრობენ სუნიზმის მიმდევარი მუსლიმები. 2002 წლის აღწერის მონაცემებით მუსლიმების საერთო რიცხვი 674 000-ია, ანუ მოსახლეობის 33,3 %. ისლამის მიმდევრები არიან ძირითადად ალბანელები, ასევე თურქები, ბოშები, სლავები (ტორბეშები, გორანები, ბოსნიელები).
ისლამი ჩრდილოეთ მაკედონიაში გავრცელდა ოსმალეთის იმპერიის დასავლეთით გაფართოების დროს XIV-XV საუკუნეებში. ოსმალეთის იმპერიის მიერ სერბეთის დაპყრობის შემდეგ ისლამი მოსახლეობის ნახევარმა (სლავებმა, ალბანელებმა, ბოშებმა) მიიღო, გარდა ამისა აღმოსავლეთიდან გადმოსახლდნენ თურქები და სხვა მუსლიმი ერის წარმომადგენები. სამხრეთ სლავების ოსმალთა ბატონობისაგან გათავისუფლების შემდეგ ბევრმა მუსლიმმა-მუჰაჯირმა ჩრდილოეთ მაკედონია დატოვა. 1924-1961 წლებში მუსლიმთა რიცხვი კვლავ ეცემოდა. თუმცა 1961 წლიდან 2002 წლამდე მუსლიმთა პროცენტულმა მაჩვენებელმა 33,3 %-ს მიაღწია.
წელი | მუსლიმების რაოდენობა | % |
---|---|---|
1904 | 634 000 | 36,76% |
1912 | 384 000 | 33, 47% |
1921 | 269 000 | 31,43% |
1948 | 314 603 | 27,29% |
1953 | 388 515 | 29,78% |
1961 | 338 200 | 24,05% |
1971 | 414 176 | 25,14% |
1981 | 546 437 | 28,62% |
1991 | 611 326 | 30,06% |
1994 | 581 203 | 30,04% |
2002 | 674 015 | 33,33% |