ისლამური სამოსი — მუსლიმანური სამოსის მოთხოვნები საზოგადოებრივ ადგილებში, მეჩეთებში და ისლამურ სახელმწიფოებში.
როგორც მამაკაცის, ისე ქალის სამოსის მთავარი მოთხოვნაა ის, რომ ის უნდა ფარავდეს შარიათით დადგენილ სხეულის ნაწილებს. მამაკაცებისთვის ავრატი (სხეულის ნაწილი, რომელიც მუსლიმებს მოეთხოვებათ დაფარონ) — სხეულის ნაწილად ითვლება ჭიპიდან მუხლებამდე, ხოლო ქალებისთვის ავრატის ინტერპრეტაცია განსხვავებულია: ზოგი მოითხოვს სხეულის სრულ დაფარვას, ზოგი საშუალებას აძლევს სახის და ხელების გამოჩენას, ხოლო ჰანაფიტები აძლევენ ფეხის ტერფამდე გამოჩენის უფლებას. დასაშვებია სხეულის აკრძალული ნაწილის ჩვენება მათთვის, ვისთანაც შარიათი კრძალავს ქორწინებას (მაჰრამი).[1]
ქალის ჩაცმულობა უნდა შეესაბამებოდეს ტანსაცმლის ტრადიციულად ქალურ სტილს და არა მამაკაცურს. ასევე, მამაკაცის ტანსაცმელი უნდა იყოს მამაკაცური. ეს ეხება არა მარტო ტანსაცმელს, არამედ ქცევის სტილს (საუბრის მანერა, სიარული და მოძრაობები). ისლამური ქალის სამოსი არ ეწინააღმდეგება ქრისტიანული და ებრაული ტრადიციების მორალურ და ეთიკურ იდეალებს.[1] სამოსზე არ უნდა იყოს გამოსახული უწმინდურება (ნაჯასი), განსაკუთრებით ლოცვის დროს.[2]
აკრძალული სამოსი მოიცავს [2]: ტანსაცმელს, რომელიც სხეულის აკრძალულ ნაწილს დაუფარავად ტოვებს, ასევე ტანსაცმელს, რომელშიც ადამიანი არამუსლიმს გავს (მაგალითად, ქრისტიანი ბერებისა და მღვდლების ჩაცმულობა, ჯვრის ტარება და სხვა რელიგიური სიმბოლოები), ტანსაცმელს, რომელიც გამოხატავს ქედმაღლობას და სიამაყეს, ზედმეტობას და მფლანგველობას,[2] ადამიანებისა და ცხოველების გამოსახულებებით, ასევე აკრძალულია მამაკაცის ტანსაცმელი წარწერებით, აბრეშუმის და ოქროს ჩანართებით.[3]
ისლამში არსებობს ეტიკეტი (adab) სამოსის ტარებასა და შენახვასთან დაკავშირებით. მუსლიმის ტანსაცმელი უნდა იყოს სუფთა და ლამაზი (განსაკუთრებით პარასკევის ან სადღესასწაულო ლოცვის დროს). ტანსაცმელი ჩაცმამდე კარგად უნდა დაფერთხონ და წაიკითხონ შემდეგი ლოცვა: „დიდება ალაჰს, რომელმაც შემმოსა ის, რითიც ჩემს ავრატს დავფარავ და ხალხში ვიმშვენებ“. ტანსაცმლის გახდისას მიზანშეწონილია წარმოთქვან: „ალაჰის სახელით, არ არსებობს ღმერთი მის გარდა“. გახდილი ტანსაცმელი ფრთხილად უნდა დაიკეცოს.[4] მიზანშეწონილია ახალი ტანსაცმელის ჩაცმისას წარმოთქვან შემდეგი სიტყვენი: „ჩაიცვით ახალი, იცხოვრეთ ღირსეულად და მოკვდით როგორც მოწამე“.[3]
ჰაჯისა და უმრას დროს მუსლიმ მამაკაცებს მოეთხოვებათ ეცვათ ტანსაცმელი, რომელსაც იზარი ჰქვია. იზარი სხეულის ნაწილს წელიდან მუხლებამდე ფარავს. შეიძლება ორივე ბოლოზე კვანძებით იყოს შეკრული ან რაღაცით დაფარული. სხეულის ზედა ნაწილი დაფარულია მეორე შარფით, რომელსაც რიდა ჰქვია. სამი სუნიტური მადჰაბის მიხედვით (გარდა ჰანაფიისა), რიდა არ შეიძლება იყოს მიბმული მისი ბოლოებით ერთმანეთის პირისპირ. იზარი და რიდა არ უნდა იყოს შეკერილი, ნაქსოვი, წებოვანი ან თექასგან დამზადებული. მექაში მომლოცველ ქალებს უფლება აქვთ ატარონ ნებისმიერი ქალის სამოსი, რომელიც ნებადართულია შარიათით. გამონაკლისია ხელთათმანები, რომელთა ტარება აკრძალულია როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის.
მამაკაცის ტანსაცმლის დამოკლება ისლამური ეთიკის ნაწილია, წინასწარმეტყველ მუჰამედის სუნატის შესაბამისად და სიმბოლოა ალაჰისადმი მორჩილების.[3] წინასწარმეტყველ მუჰამედის დროს გრძელი ტანსაცმლის ტარება ქედმაღლობისა და ამპარტავნების გამოვლინებად ითვლებოდა.[5]
მუსლიმანი ქალის ან მუსლიმის მეუღლის ტანსაცმელი (მუსლიმანი ქალების გარდა, ცოლები შეიძლება გახდნენ ქრისტიანები და ებრაელები) უნდა იყოს ღვთისმოსავი, კაბები გრძელი, დახურული და არა გამჭვირვალე. ის უნდა იყოს თავისუფალი და არ უნდა უსვამდეს ხაზს სხეულის ნაკვთებს. მიზანშეწონილია ეცვათ ლამაზი ტანსაცმელი, მოერიდნონ ნათელ ფერებს.[6]
ქალის ტანსაცმელი უნდა მალავდეს სხეულის ყველა ნაწილს, გარდა სახისა და ხელის მტევნებისა. ყურანი მოითხოვს, რომ ჩამოიწიონ ჯილბაბი, დაიმალონ კისერი და მკერდი უცხო მამაკაცებისგან და არ ავალდებულებთ დაიმალონ სახე.[7]