ისჰაკ-ფაშა | |
---|---|
İshak Paşa | |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 1469 |
მმართ. დასასრული: | 1472 |
წინამორბედი: | რუმ მეჰმედ-ფაშა |
მემკვიდრე: | ველი მაჰმუდ-ფაშა |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 1481 |
მმართ. დასასრული: | 1482 |
წინამორბედი: | ქარამანლი მეჰმედ-ფაშა |
მემკვიდრე: | ქოჯა დავუდ-ფაშა |
სულთანი: | მეჰმედ II, ბაიაზიდ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | 1497 |
გარდ. ადგილი: | სალონიკი |
რელიგია: | ისლამი |
ისჰაკ-ფაშა (თურქ. İshak Paşa; დ. ? — გ. 1497, სალონიკი) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე. ოსმალეთის იმპერიის ორგზის დიდი ვეზირი (1469-1472, 1481-1482).
მისი ადრეული ცხოვრების შესახებ არაფერია ცნობილი. პირველად დიდი ვეზირის თანამდებობა ეკავა სულთან მეჰმედ II-ის დროს. 1481 წელს სულთან მეჰმედ II-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტისათვის ბრძოლაში მის შვილს ბაიაზიდ II-ს დაუჭირა მხარი. ახალმა სულთანმა მეორე ვადით დანიშნა დიდი ვეზირის თანამდებობაზე. მოგვიანებით დანიშნეს სალონიკის სანჯაყ-ბეიდ, სადაც გარდაიცვალა 1497 წელს.