კააპორის ხალხი

კააპორის ხალხი
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
დროშა: ბრაზილია ბრაზილია 800
ენები კააპორი, პორტუგალიური
რელიგიები შამანიზმი

კააპორის ხალხი — ადგილობრივ ბრაზილიელთა ჯგუფი, რომელიც მარანიანის შტატში, დაცულ ნაკრძალში ცხოვრობს. თავის კვლევაში ისინი დეტალურად განიხილა ანთროპოლოგმა უილიამ ბალემ. შეისწავლა მათი ეთნობოტანიკური ცხოვრების წესი და სამოსახლო არეალის ეკოლოგიის ისტორია.

სახლობენ ამაზონის ტყეების მძიმედ გაჩეხილ არეალში, თუმცა მოახერხეს, რომ მათთვის განკუთვნილ ნაკრძალში ტყე ამ დრომდე შეენარჩუნებინათ.[1]

კააპორის ხალხში საკმაოდ მაღალია თანდაყოლილი სიყრუის მაჩვენებელი, შესაბამისად, საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის ჟესტების ენა.

მათი ტყის ნაკრძალი დიდ საფრთხეს განიცდის კანონდამრღვევი მჩეხავებისგან. 2014 წლის სექტემბერში, ტომი დაირაზმა, შეიარაღდნენ სხვადასხვა ნივთებით და ტყისმჭრელთა ჯგუფს თავს დაესხნენ, სასტიკად სცემეს და შემდეგ გაანადგურეს მათ მიერ შეგროვილი ხე-მასალა, დაუწვეს სატყეო მანქანები, შემდეგ კი შეპყრობილები გაათავისუფლეს.[2]