კათოლიკეების ემანსიპაციის აქტი — საკანონმდებლო აქტი, რომელიც მიიღო დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა 1829 წლის 13 აპრილს. კანონპროექტმა გაერთიანებული სამეფოს კათოლიკეების უფლებები მნიშვნელოვნად გააფართოვა. კათოლიკეებმა მიიღეს უფლება დაიკავონ საჯარო სამსახურები, მათ შორის მოიპოვეს უფლება გამხდარიყვნენ დეპუტატები. მათთვის დაიწერა სპეციალური ფიცი, მიუხედავად ამისა რამდენიმე მაღალი თანამდებობა კათოლიკეებისათვის მაინც მიუწვდომელი ხდებოდა. კანონის თანახმად პირი რომელიც კათოლიციზმის მიმდევარი იყო ვერ გახდებოდა ლორდ-კანცლერი, მონარქი, რეგენტი, ირლანდიის ლორდ-ლეიტენანტი და დიდი ბეჭდის მცველი.