კალიმა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დედალი Kallima paralekta ქვედა მხრიდან | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Kallima (Doubleday, 1849) | |||||||||||||
|
კალიმა (ლათ. Kallima) — პეპლების გვარი ნიმფალიდისებრთა ოჯახისა. მათი ფრთების შლილი 6-8 სმ აღწევს. ტოტზე მჯდომი ფრთებაკეცილი პეპელა ფორმითა და შეფერვით გამხმარ ფოთოლს ჰგავს (მიმიკრიის კლასიკური მაგალითი). ფრთების ზედა მხარე კაშკაშა ფერებითაა მოხატული. გვარში რამდენიმე სახეობაა. გავრცელებულია ტროპიკულ აზიაში.