კამბოჯის ეროვნული მუზეუმი

კამბოჯის ეროვნული მუზეუმი
11°33′56″ ჩ. გ. 104°55′44″ ა. გ. / 11.56580000° ჩ. გ. 104.92900000° ა. გ. / 11.56580000; 104.92900000
ქვეყანა კამბოჯის დროშა კამბოჯა
მდებარეობა პნომპენი
ოფიციალური საიტი http://www.cambodiamuseum.info/
Map

კამბოჯის ეროვნული მუზეუმი — ქვეყნის წამყვანი ისტორიული და არქეოლოგიური მუზეუმი. იგი მდებარეობს ჩეი ჩუმნეასში,[1] პნომპენში.

მუზეუმში დაცულია ქმერული ხელოვნების მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კოლექცია, მათ შორის სკულპტურული, ქმერული კერამიკა, ბრინჯაო და ეთნოგრაფიული ობიექტები. მისი კოლექცია მოიცავს 14000-ზე მეტ ნივთს, პრეისტორიული დროიდან დაწყებული, ქმერული იმპერიის დაწყებამდე, რომელიც თავის სიმაღლეზე გადაჭიმული იყო ტაილანდიდან, დღევანდელი კამბოჯის გავლით სამხრეთ ვიეტნამამდე.

კამბოჯის ეროვნული მუზეუმი მდებარეობს მე-13 ქუჩაზე პნომპენის ცენტრში, სამეფო სასახლის ჩრდილოეთით და “პრეა მან“-ის მოედნის დასავლეთ მხარეს. ვიზიტორთა შესასვლელი კომპლექსში არის ქუჩების მე-13 და 178-ე კუთხეში. სახვითი ხელოვნების სამეფო უნივერსიტეტი მდებარეობს მუზეუმის დასავლეთ მხარეს. მუზეუმი კამბოჯის კულტურისა და სახვითი ხელოვნების სამინისტროს დაქვემდებარებაშია. მისი შენობები შთაგონებული ქმერული ტაძრის არქიტექტურით, აშენდა 1917-1924 წლებში, მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა 1920 წელს და იგი გარემონტდა 1968 წელს. მუზეუმი ხელს უწყობს კამბოჯის კულტურის და მემკვიდრეობის შეცნობას და შეფასებას, რომლის მიზანია ვიზიტორების დაინტერესება და შთაგონება კომბოჯის კულტურისა და მემკვიდრეობის მიმართ.[2]

ჯორჯ გროსლიერი ისტორიკოსი, კურატორი და ავტორი, მოტივირებული ძალა კამბოჯის ტრადიციული ხელოვნებისა და ხელნაკეთობებისადმი ინტერესების აღორძინების. სწორედ მან შექმნა ეს შენობა, რომელიც დღეს არის “ტრადიციული ქმერული“ არქიტექტურა. კამბოჯის ტაძრის პროტოტიპებიდან გაფართოებული შენობა უკეთესად არის აღწერილი, რომელიც ძველ ბარელიეფებზეა ნაჩვენები და კოლონიური თვალით ხელახლა ინტერპრეტირებულია მუზეუმის ზომის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ახალ მუზეუმს საფუძველი ჩაეყარა 1917 წლის 15 აგვისტოს. 2 წლისა და 6 თვის შემდეგ, დასრულებული მუზეუმი ქმერულ ახალ წელს 1920 წლის 13 აპრილს გაიხსნა, მეფე სისოვატის, ფრანსუა-მარიუს ბოდუენის, რეზიდენტი-სუპერიერის, მ. გროსილერის, კამბოჯის ხელოვნების დირექტორის და მუზეუმის კონსერვატორის თანდასწრებით.

შენობის ორიგინალური დიზაინმა ცვლილები განიცადა 1924 წლის გაფართოებით, რომლის დროსაც დაემატა ფრთები აღმოსავლეთ ფასადის ორივე ბოლოში, რის შედეგადაც შენობა კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა.

ეროვნული მუზეუმისა და ხელოვნების ადმინისტრაციის კონტროლი გადაეცა ფრანგებს, 1951 წლის 9 აგვისტოს და დამოუკიდებლობის შემდეგ 1953 წელს, მაშინდელი პნომპენის ეროვნული მუზეუმი ორმხრივი შეთანხმების საგანი იყო. 1966 წელს ჩეა ტაი სენგი იყო კამბოჯის მუზეუმის პირველი დირექტორი და ახლად შექმნილი არქეოლოგიის დეპარტამენტის დეკანი სამეფო სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში. უნივერსიტეტი, რომელიც ქმნის საფუძველს, როგორც კამბოჯის ხელოვნების სკოლა, 1920 წელს ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული სტუდენტებთან, ხელოსნებთან და მასწავლებლებთან, რომლებიც მუშაობდნენ კამბოჯის კულტურული ტრადიციების შესანარჩუნებლად.

ქმერ რუჟის რეჟიმის დროს 1975-წლიდან 1979-წლამდე კამბოჯის ცხოვრების ყველა ასპექტი, მათ შორის კულტურული სფეროც განადგურდა. მუზეუმი პნომპენის დანარჩენ ნაწილთან ერთად იქნა ევაკუირებული და მიტოვებული. მუზეუმი დაიხურა 1975-წლიდან 1979-წლამდე, აღმოჩნდა ავარიულ მდგომარეობაში, მისი სახურავი დამპალი იყო და ღამურების უზარმაზარი კოლონიის სახლს წარმოადგენდა, ბაღი შელახული და კოლექცია არეული, ბევრი ობიექტი დაზიანებული ან მოპარული. მუზეუმი სწრაფად მოწესრიგდა და გაიხსნა საზოგადოებისთვის 1979 წლის 13 აპრილს. თუმცა, ქმერ რუჟის რეჟიმის დროს მუზეუმის არაფერთი თანამშრომელის სიცოცხლე შეეწირა.

მიმდებარე სამეფო სამხატვრო უნივერსიტეტთან და მის არქეოლოგიის დეპარტამენტთან ერთად, კამბოჯის ეროვნული მუზეუმი მუშაობს კამბოჯის კულტურული ტრადიციების ცოდნის გაღრმავებაზე და კამბოჯიელი ხალხის სიამაყისა და იდენტურობის წყაროზე. მუზეუმი ასევე ასრულებს რელიგიურ ფუნქციას, მისი მნიშვნელოვანი ბუდისტური და ინდუისტური ქანდაკების კოლექცია ითვალისწინებს საზოგადოების რელიგიურ საჭიროებებს, როგორც თაყვანისცემის ადგილს. მუდმივი გამოფენა პოსტ-ანგკორიული ბუდა, იუნესკოს, რიგი პირებისა და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერით, გაიხსნა 2000 წელს მუზეუმის რელიგიური ფუნქციის გასაგრძელებლად.

კამბოჯის მუზეუმების დეპარტამენტის ეგიდით, მუზეუმი არა მხოლოდ მართავს საკუთარ კოლექციას, პერსონალს და შენობას, არამედ მხარს უჭერს და ზედამხედველობს კამბოჯის ყველა სხვა სახელმწიფო მუზეუმს. მის საქმიანობას მხარს უჭერენ კერძო პირები, უცხოური მთავრობები და მრავალი ქველმოქმედი ორგანიზაციები. მუზეუმის საქმიანობა მოიცავს კამბოჯის კულტურული მასალის პრეზენტაციას, დაცვას, ინტერპრეტაციას და მოპოვებას, ასევე კამბოჯის კულტურული საკუთრების რეპატრიაციას. კამბოჯის კულტურული მასალის ძარცვა და უკანონო ექსპორტი მუდმივი საზრუნავია.

კამბოჯის ფარგლებს გარეთ, მუზეუმი ხელს უწყობს მისი ხელოვნებისა და კულტურის გააზრებას, მისი კოლექციიდან საგნების დაკრედიტებით მსხვილ საერთაშორისო გამოფენებზე. ეს პრაქტიკა იყო კამბოჯის ბოლო ათწლეულების განმავლობაში არეულობის დაწყებამდე და აღდგა 1990-იან წლებში, დაწყებული გამოფენით, რომელიც ჩატარდა ავსტრალიის ეროვნულ გალერეაში 1992 წელს. შემდგომი გამოფენები ჩატარდა საფრანგეთში, აშშ-ში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და გერმანიაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Brew, Melanie. (2008-12-17) I want to move to ... Chey Chumneas, Phnom Penh. ციტირების თარიღი: 2020-05-13.
  2. Museum History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-03. ციტირების თარიღი: 2021-05-02