კამპო-დე-კალატრავის კომარკა

კამპო-დე-კალატრავა — კომარკა (რაიონი) სიუდად-რეალის პროვინციაში, კასტილია-ლა მანჩა, ესპანეთი. პროვინციის დედაქალაქი სიუდად-რეალი კამპო-დე-კალატრავის კომარკის შემადგენლობაში შედის.

კომარკის სახელს ატარებს ზეითუნის ზეთი. ზეითუნის ბაღები გაშენებულია თექვსმეტ მუნიციპალიტეტში, სადაც ძირითადად გავრცელებულია კორნიკაბრას ჯიშის ხეები.[1] ამ ტერიტორიაზე ასევე გავრცელებულია ვენახები და ქერის ნათესები. კიდევ ერთი კულტურა, რომელიც აქ მოჰყავთ, არის ზაფრანა.[2]

რელიეფი შედგება სედიმენტური ვაკეებისგან, რომლებსაც ენაცვლება მცირე აპალაჩური ნაოჭები, ასევე აშკარად შეიმჩნევა ვულკანური აქტივობის ნაშთები.[3]

ისტორიულად, ეს არეალი დაკავშირებულია კალატრავას ორდენთან, რომელიც 1158 წელს დაარსდა კალატრავის ციხესიმაგრის დასაცავად.[4] კალატრავა ქრისტიანების ხელში გადავიდა დაახლოებით ათი წლით ადრე, 1147 წელს.[5] კალატრავას ორდენმა დაკარგა თავისი ციხესიმაგრე და მთელი კამპო-დე-კალატრავა ალმოჰადების წინააღმდეგ 1195 წელს გამართული ალარკოსის ბრძოლის შემდეგ.[6] კამპო-დე-კალატრავა (დუენიასა და სალვატიერის ციხესიმაგრეების გარდა) 1212 წელს დაიპყრო სამხრეთისკენ მიმავალმა ქრისტიანულმა არმიამ ნავას-დე-ტოლოსას ბრძოლის კონტექსტში. შემდგომში კალატრავა დაუბრუნდა კალატრავას ორდენს, რომელმაც თავისი რეზიდენცია 1214 წლისთვის კალატრავა-ლა-ნუევაში გადაიტანა.

  1. Aceite Campo de Calatrava (Official website)
  2. La Mancha Saffron (Official website)
  3. Mata Olmo, Rafael; Panadero Moya, Miguel; Pillet Capdepón, Félix; Sancho Comíns, José; Tapiador, Francisco J.; Pozo, Cristina del (2011). Atlas de los Paisajes de Castilla-La Mancha. Ediciones de la Universidad de Castilla-La Mancha, გვ. 39. ISBN 978-84-8427-832-0. 
  4. Fantoni y Benedí, Rafael; Sanz Camañés, Porfirio (1999). „Caballeros aragoneses en la orden militar de Calatrava a través de los expedientes de pruebas de ingreso, entre 1530 y 1702“ (PDF). Emblemata. Zaragoza: Institución Fernando el Católico. 5 (5). ISSN 1137-1056.
  5. Rodríguez-Picavea Matilla, Enrique (2000). „Calatrava. Una villa en la frontera castellano-andalusí“. Anuario de Estudios Medievales. Madrid: Consejo Superior de Investigaciones Científicas. 30 (2): 807−808. doi:10.3989/aem.2000.v30.i2.478.
  6. Rodríguez-Picavea, Enrique (2009). „Maestres versus caballeros. La disidencia frente al poder en la orden de Calatrava (siglos XII-XV)“. Nuevo Mundo Mundos Nuevos. doi:10.4000/nuevomundo.56527.