კარაპირო | |
---|---|
კარაპიროს წყალსააცვი | |
კოორდინატები: 37°55′42″ ს. გ. 175°32′40″ ა. გ. / 37.928556° ს. გ. 175.544528° ა. გ. | |
მდებარეობა | ახალი ზელანდია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 52 მ |
სიგრძე | 11 კმ |
სიგანე | 0,9 კმ |
ფართობი | 7,7 კმ² |
საშუალო სიღრმე | 11 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 30 მ |
ჩამდინარე მდინარეები | უაიკატო |
გამომდინარე მდინარე | უაიკატო |
კარაპირო (ინგლ. Lake Karapiro) — ხელოვნური ტბა ახალ ზელანდიაში, ჩრდილოეთის კუნძულზე, მდინარე უაიკატოზე. ქალაქ ჰამილტონიდან მდებარეობს 30 კილომეტრში. შეიქმნა 1947 წელს ჰიდროელექტროსადგურის აშენების შემდეგ. სიგრძე 11 კმ, სიგანე 900 მ. სარკის ფართობი 7,7 კმ². უდიდესი სიღრმე 30 მ.[1]
წყალსაცავზე ტარდება სპორტული ვარჯიშები. 1978 და 2010 წწ. აქ გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი აკადემიურ ნიჩბოსნობაში.[2] ადგილობრივ ენაზე ტბის სახელწოდება ნიშნავს „ცუდი სუნის ქვებს“.[3]