![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | Կարեն Մուրադյան | ||
დაბადების თარიღი | 1 ნოემბერი, 1992 | ||
დაბადების ადგილი | გიუმრი, სომხეთი | ||
სიმაღლე | 182 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | შირაკი | ||
ნომერი | 19 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
„SDUSHOR ლაბორ რევერვის“ | |||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2011 - 2015 | შირაკი | 74 | (2) |
2015 - 2017 | ალაშკერტი | 36 | (1) |
2017 | გალივერ მალბერგეტსი | 5 | (0) |
2017 | ალაშკერტი | 2 | (0) |
2018 - | შირაკი | 24 | (1) |
ეროვნული ნაკრები | |||
2012 - 2015 | სომხეთის 21-წლამდელთა | 3 | (0) |
2012 - | სომხეთის ეროვნული ნაკრები | 4 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარენ მურადიანი (სომხ. Կարեն Մուրադյան; დ. 1 ნოემბერი, 1992, გიუმრი, სომხეთი) — სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით ნახევარმცველი. ამჟამად იგი თამაშობს სომხეთის საფერბურთო პრემიერლიგის გუნდ შირაკში.
კარენ მურადიანი დაიბადა გიუმრში. ერთი წლის ასაკში ის და მისი ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. მურადიანმა ფეხბურთის ყურება ტელევიზორში დიაიწყო. მას თანდათან უფრო მოსწონდა სპორტის ეს სახეობა და 7 წლის უკვე ასაკში სურდა ფეხბურთელი გამხდარიყო. ორი წლის შემდეგ იგი შევიდა პირველ საფეხბურთო სკოლაში, „CYSS Mytischi“-ში. ახალგაზრდულ კარიერაში მან 3 გუნდი შეიცვალა. მათგან ბოლო იყო „SDUSHOR ლაბორ რევერვისი“. 2008 წელს კლუბში ნაჩვენები შედეგით, მურადიანი შეუერთდა მოსკოვში არსებულ გუნდს და რუსეთის ეროვნული საფეხბურთო ლიგის მეორე ადგილი დაიკავა.
შემდგომ პერიოდში კარენ მურადიანი საცხოვრებლად მშობლიურ გიუმრიში დაბრუნდა; აქ იგი შეხვდა კლუბ შირაკის წარმომადგენლებს. ამის შემდეგ, იგი კლუბში სათამაშოდ მიიწვიეს, ხოლო მოგვიანებით კონტრაქტი გაუფორმეს. 2011 წლის 24 ივლისს შედგა მისი დებიუტი კლუბში (მიკა ერევანის წინააღმდეგ). მან ხსენებული თამაში სასტარტო შემადგენოლობაში დაიწყო, თუმცა მე-60 წუთზე არმან მარგარიანმა შეცვალა იგი. მისი დებიუტი გუნდის დამარცხებამ გადარჩრდილა: მათ ანგარიშით 1:4 წააგეს.[1] მისი დებიუტი სომხეთის თასზე მომდევნო სეზონში შედგა. 2011 წლის 20 ნოემბერს, შირაკს საშინაო მოედანზე ბანანცის წინააღმდეგ ჰქონდა შეხვედრა დაგეგმილი; საბოლოოდ შეხვედრა შირაკის მინიმალური ანგარიშით გამარჯვებით (2:1) დასრულდა. მურადიანი შეხვედრაში 73-ე წუთზე შემოვიდა (ჩაანაცვლა გრაჩევ მნაცაკანიანი).[2] ამ თასზე შირაკმა ფინალამდე მიაღწია, თუმცა შემდგომ იმპულსთან ანგარიშით 1:0 დამარცხდა. მურადიანმა ეს მატჩი მთლიანად ითამაშა და მოიგო 2011-12 წლების სომხეთის თასის მედალი.[3]
2017 წელსმურადიანი შვედეთის კლუბ მალიბერ მალბერგეტსიში გადავიდა.[4]
2017 წლის დეკემბერში მან ალაშკერტი დატოვა.[5] 2018 წლის სექტემბერს იგი შირაკს შეუერთდა.[6]
კარენ მურადიანის დებიუტი სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში შედგა 2013 წლის 5 თებერვალს, ვალენსიაში (საფრანგეთში) ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართულ მეგობრულ შეხვერდაში.[7] მას ნაკრების მაისურით 4 თამაში აქვს ჩატარებული.
მისი მშობლები - რაფიკი და სატიკი დაქორწინებულები არ იყვნენ. თავისუფალ დროს მას უყვარს მუსიკის მოსმენა, მეგობრებთან ერთად ყოფნა ან დროის გატარება ინტერნეტში. კარენ მურადიანი ფლობს სომხურ, რუსულ და ინგლისურ ენებს.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !