კარინ ერერა | |
![]() კარინ ერერა 2024 წელს | |
გვატემალის 18-ე ვიცე-პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 15 იანვარი, 2024 |
პრეზიდენტი | ბერნარდო არევალო |
წინამორბედი | გილერმო კასტილიო |
დაბადებული | 25 ივლისი, 1968 გვატემალა, გვატემალა |
პოლიტიკური პარტია | სემილია |
მეუღლე | გუსტავო გომეს ალვარესი |
შვილები | 2 |
განათლება | გვატემალის უნივერსიტეტი, სალამანკის პაპის უნივერსიტეტი |
პროფესია | ბიოლოგი, სოციოლოგი, პოლიტიკოსი |
კარინ ლარისა ერერა აგილარი (ესპ. Karin Larissa Herrera Aguilar; დ. 25 ივლისი, 1968[1], გვატემალა, გვატემალა) — გვატემალელი ბიოლოგი, პროფესორი, სოციოლოგი და პოლიტიკოსი. გვატემალის მე-18 ვიცე-პრეზიდენტი 2024 წლის 15 იანვრიდან.[2] აირჩიეს პრეზიდენტ ბერნარდო არევალოსთან ერთად 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.[3]
კარინ ერერა დაიბადა ადალბერტო ერერასა და გლადის აგილარის საშუალო კლასის ოჯახში 1968 წლის 25 ივლისს.[1][4] მამამისი იყო იურისტი ქალაქ უეუეტენანგოდან, ხოლო დედა — დიასახლისი ქალაქ ხუტიაპიდან.
დაასრულა სან-კარლოსის უნივერსიტეტის ქიმიურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ბიოლოგიის სპეციალობით.[5] მან მიიღო მაგისტრის ხარისხი გარემოსდაცვით კვლევებში გვატემალის უნივერსიტეტში და დოქტორის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებასა და სოციოლოგიაში ესპანეთში, სალამანკის პაპის უნივერსიტეტში. მიღებული აქვს რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო გარემოს დაცვაზე მუშაობისათვის.[5][6]
2023 წელს პრეზიდენტოპის კანდიდატ ბერნარდო არევალოსთან ერთად იბრძოდა ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატობისათვის და მეორე ტურში დაამარცხეს სანდრა ტორესისა და რომეო გუერას წყვილი.[2] ერერამ განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური იდეოლოგია ეფუძნება ქრისტიანულ ჰუმანიზმს.[4]
2001 წელს იგი დაქორწინდა ბიოლოგ გუსტავო გომეს ალვარესზე. წყვილი 2021 წელს დაშორდა. მათ ორი შვილი ჰყავთ. ესპანურის გარდა, ერერა თავისუფლად ფლობს ინგლისურ ენას.[4]