კარლო ვიტადინი | |
---|---|
![]() | |
დაბ. თარიღი | 11 ივნისი, 1800[1] [2] |
დაბ. ადგილი | სან-დონატო-მილანეზე[2] |
გარდ. თარიღი | 20 ნოემბერი, 1865[1] [2] (65 წლის) |
გარდ. ადგილი | მილანი, ლომბარდია, იტალიის სამეფო |
მოქალაქეობა |
![]() |
საქმიანობა | ბოტანიკოსი, გინეკოლოგი და მიკოლოგი |
მუშაობის ადგილი | პავიის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | პავიის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი |
კარლო ვიტადინი (იტალ. Carlo Vittadini; დ. 11 ივნისი, 1800, ბერტონიკო — გ. 20 ნოემბერი, 1865, მილანი) — იტალიელი მიკოლოგი და ექიმი.
სწავლობდა მილანში, პავიის უნივერსიტეტში. იყო ჯუზეპე მორეტის მოსწავლე. 1826 წელს მიიღო მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ნაშრომისთვის — „Tentamen mycologicum seu Amanitarum illustratio“, რომელშიც აღწერა 14 ახალი სახეობა ამანიტას გვარიდან. აგრეთვე აღწერა უამრავი სახეობა ბოლეტუსისა და ტრიუფელის გვარიდან.
მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Vittad.