კასპიური თითტიტველი გეკონი (ლათ. Tenuidactylus caspius) — ქვეწარმავალი ხვლიკისნაირთა რიგისა. ტანი, რომელიც მცირე ზომის ხორკლებით აქვს დაფარული ძირითადად ნაცრისფერია, 5-6 შავი ზოლით.
გავრცელებულია მთელი საქართველოს მასშტაბით. ძირითადად, ბინადრობს საცხოვრებელი სახლის კედლებზე არსებულ ნაპრალებსა და ხვრელებში.[1]