კასტილიო-დე-ხაგუა

კასტილიო-დე-ხაგუა (ესპ. Castillo de Jagua) — ციხესიმაგრე კუბაში, ქალაქ სიენფუეგოსის სამხრეთით. მდებარეობს სიენფუეგოსის უბის სიახლოვეს, ხაგუის პორტში.

ციხესიმაგრე კარიბელი მეკობრეებისგან უბის დასაცავად 1740-იან წლებში ესპანეთის მეფე ფილიპე V-მ ააგო, ვინაიდან მეკობრეები სწორედ ამ ადგილზე უშვებდნენ ღუზას მანამ, სანამ 1819 წლიდან ქალაქ სიენფუეგოსის დასახლება დაიწყებოდა.

თავდაპირველად ნაგებობას კასტილიო-დე-ნუესტრა-სენიორა-დე-ლოს-ანხელოს-დე-ხაგუა ეწოდა (Castillo de Nuestra Señora de los Ángeles de Jagua).

ხედი ციხესიმაგრიდან

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]