კასუნგუ (ინგლ. Kasungu) — ქალაქი მალავის ცენტრალურ რეგიონში. კასუნგუს რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 2012 წლის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობს 51 082 ადამიანი[1]. ადგილობრივი მოსახლეობა ლაპარაკობს ჩიჩევას ენაზე[2]. ქალაქში არსებობს კასუნგუს აეროპორტი.
ქალაქში დაიბადა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი — ჰეისტინგზ კამუზუ ბანდა[3].
ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 1342 მეტრ სიმაღლეზე. კლიმატი თბილია, ტროპიკული. წვიმების სეზონია ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით და მარტიდან აპრილის ჩათვლით პერიოდში[4], ხოლო მშრალი სეზონი მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით[5]. ნალექების ყოველწლიური საშუალო რაოდენობა შეადგენს 500-1200 მმ-ს[4].