კატალონიის მთები

კატალონიის მთები
შიდა ქედის მონსენის მასივი
შიდა ქედის მონსენის მასივი
კოორდინატები: 41°41′21″ ჩ. გ. 2°34′40″ ა. გ. / 41.68917° ჩ. გ. 2.57778° ა. გ. / 41.68917; 2.57778
ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
ტერიტორიული ერთეული კატალონიის დროშა კატალონია
უმაღლესი წერტილი მატაგალსი (1700 მ)
სიგრძე 250 კმ
კატალონიის მთები — ესპანეთი
კატალონიის მთები
სურათები ვიკისაწყობში

კატალონიის მთები[1] — მთები ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში. გადაჭიმულია დაახლოებით 250 კმ-ზე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ, პირენეებიდან მდინარე ებროს ქვემო წელამდე. შედგება ორი პარალელური ქედისგან – სანაპირო (Cordillera Litoral; სიმაღლე 400–600 მ) და შიდა (Cordillera Prelitoral; სიმაღლე 1700 მ-მდე, მთა მატაგალსი – კატალონიის მთების უმაღლესი წერტილი), რომლებიც გაყოფილია გრძივი ტექტონიკური ღრმულით. აგებულია კრისტალური ქანებით (გრანიტები, კვარციტები და სხვ., ძირითადად ჩრდილოეთ ნაწილში), ასევე კირქვებით, ქვიშაქვებით და თიხებით. განვითარებულია კარსტი. ფერდობებზე გავრცელებულია ხმელთაშუაზღვიური ბუჩქნარი (მაკვისი), ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეები (მუხა, წაბლი, წიფელი, ალეპოს ფიჭვი, იტალიური ფიჭვი). მთის ძირში გაშენებულია ბაღები და ვენახები.[2]

  1. საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989. — გვ. 88.
  2. Каталонские горы // Большая российская энциклопедия. т. 13. — М., 2009. — стр. 316.