სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი კახეთი თელავი | ||
---|---|---|---|
დაარსდა | 1936 | ||
სტადიონი |
გივი ჩოხელის სტადიონი თელავი, საქართველო (ტევადობა: 12,000) | ||
ლიგა | ეროვნული ლიგა 2 | ||
2013-14 | მე-13 (დაქვეითდა) | ||
|
საფეხბურთო კლუბი კახეთი თელავი — ქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ თელავიდან. ჩამოყალიბდა 1936 წელს. 2005 წლიდან 2007 წლამდე გამოდიოდა უმაღლეს ლიგაში, თუმცა შემდეგ დაქვეითდა პირველ ლიგაში.[1][2]
2007-08 წლის პირველი ლიგის სეზონი მათ მეშვიდე ადგილზე დაასრულეს.[3]
კლუბის საშინაო არენა იყო გივი ჩოხელის სტადიონი. საბჭოთა კავშირის პერიოდში კლუბს ორჯერ აქვს მოგებული საქართველოს სსრ თასი: 1972 და 1977 წლებში.[4]
2014 წელს კლუბმა არსებობა შეწყვიტა.[5]
პერიოდი | სახელწოდება |
---|---|
1936–1969 | „ნადიკვარი“ |
1969–1972 | „კახეთი“ |
1972–1990 | „ნადიკვარი“ |
1990–2014 | „კახეთი“ |